ნიკა მელია: „ირაკლი ღარიბაშვილს რა გაუკეთებია გარდა იმისა, რომ თავის ნათესავ ჯანყარაშვილთან ერთად მილიონები მოიპარა“
06-03-2019, 10:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ თბილისში და საქართველოს რეგიონებში „ძველბიჭური გარჩევები“ ხდება, „ოთახებში არიან შეკეტილები და იქ მიდის გარჩევა, ვალების გადმოწერა ხდება ძველი ბიჭების მიერ სხვადასხვა ადამიანების მხრიდან და იმათ ნაცვლად ადგებიან ამ თუ იმ სხვა ადამიანებს, რომ ვალი ამოიღონ - ანუ ვალის ამოღების არაფორმალური სამსახურებია, ძველბიჭური სამსახურებია“ და ამ ფონზე - კითხულობს იგი - „რა არის გამოსავალი? ღარიბაშვილია გამოსავალი?“

 


„თბილისში, სამეგრელოში, იმერეთში, ყველგან იგივე ხდება და რა არის გამოსავალი? ღარიბაშვილია გამოსავალი? ხადურს დააბრუნებს ახლა ლაბათ ღარიბაშვილი და ამ ყველაფრის შემყურე საზოგადოება გარღვევად რას ხედავს, ღარიბაშვილის დაბრუნებას? დაცინვა არის ეს, მეტი არაფერი. მეორე, ეს მიუთითებს, რა ღრმა კრიზისშია „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ხსნად მიაჩნია ირაკლი ღარიბაშვილი, ყელმოღერებული ადამიანი, რომელსაც რა გაუკეთებია უბრალოდ, გარდა იმისა, რომ მან აკეთა წლების განმავლობაში ფული თავის ნათესავ ჯანყარაშვილთან ერთად. მოიპარეს მილიონები წყლის კომპანიიდან, შეაწმინდეს მერე იქ ხელი ერთ რიგით ბუღალტერს და უბრალოდ არაფერი, შერჩათ ხახვივით, მაპატიეთ, და წავიდა სახლში და ახლა დააბრუნა“, განაცხადა მელიამ „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი