ბიძინა ივანიშვილი: ჩემს დატოვებულ გუნდს ძალიან გაფაციცებით ვადევნებ თვალს
24-07-2015, 04:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „გურია News"-სთან საუბარში განაცხადა, რომ დღევანდელ ხელისუფლებაშიც ხდება გადაცდენები, თუმცა, ისე არა, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის" დროს ხდებოდა.


„უნაკლო ადამიანი გინახავთ? ვინც ფიქრობს, რომ უნაკლოა, მას ყველაზე დიდი ნაკლი აქვს. არ არსებობს იდეალური ადამიანი, არ არსებობს არცერთი მოხელე, პროფესიონალი, რომ საქმის კეთების დროს გადაცდენები არ ჰქონდეს. მთავარია, სწორი დამოკიდებულება ჰქონდეს და მაქვს მხედველობაში, რაც დავუტოვე მე გუნდს და ძალიან გაფაციცებით ვადევნებ თვალს, ეს არ დაირღვეს. კანონი უნდა დაიცვან, რაც მეტი აქვთ თანამდებობა, მეტი მოეთხოვებათ. ის, რომ ჩვენ არ ვაცხადებთ, არ ვერევით კერძო საკუთრებაში, კეთილი ინებე და დაიცავი და არა ის, რაც ხდებოდა ადრე, ჰპირდებოდნენ ერთს და რომ მოვიდოდნენ, სხვას იწყებდნენ. ქვეყნის სამსახურში კი არ მოდიოდნენ, ხალხის უფროსებად გვევლინებოდნენ. ეს თამასა როგორც დავტოვე მე, პრინციპულად დაცულია. გადაცდომები, თქვენ გაიხსენეთ ჯანყარაშვილი, შეიძლება სხვებიც ნახოთ, ხვედელიძეც, აიღეთ ნებისმიერი სახლმწიფო და ნახეთ, იქ რა ხდება პოლიტიკაში. დღეს ქართული სახელმწიფოს მთავრობა არის კონკურენტუნარიანი ასეთ საკითხებში, განვითარებული ევროპის და ამერიკის სახელმწიფოსთან. გამონათქვამები თუ გადაცდომები, ნათესავის თუ მეგობრის, მაგრამ ეს არ არის ის, რაც ხდებოდა, რომელსაც ემსახურებოდა მთელი საქართველო. ნახეთ, რა იყო წინათ. ერთ გუნდს ემსახურებოდნენ და ამათ პრეტენზიები დღესაც აქვთ, რომ ეს ასე უნდა იყოს, ისევ დაბრუნება უნდათ ამის, რომ სააკაშვილია საქართველო, სააკაშვილისთვის უნდა გაკეთდეს და დანარჩენი ფეოდალებისთვის, ვინც მას ემსაურებოდნენ. ჩვენ გადავალაგეთ ეს, რაც წერია კონსტიტუციაში, ვაკეთებთ დეკლარირებას, რომ ხალხის სამსახურში მოვედით და ამ პრინციპებს დღევანდელი მთავრობა იცავს. რა თქმა უნდა, იქ ვიღაცამ ნათესავი დანიშნა, ვიღაცამ პრემია გამოიწერა, მაგრამ ასეთი რამე ყველგან ხდება მთელ მსოფლიოში. ძალიან სერიოზული მიღწევები გვაქვს ჩვენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი