ნიკა მელია: „გახარია არის კრიმინალი... მაინცდამაინც ტყავის პლაშით უნდა შემოვიდეს პარლამენტში, მაუზერი ამოიღოს და ოპოზიციის პარტიის წევრებს ესროლოს პირდაპირ, თუ როდის დავრწმუნდებით, რომ ეს ადამიანი არის ყაჩაღი და ივანიშვილი არის კლასიკური მაფიოზი?!“
06-03-2019, 12:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გახარია არის კრიმინალი. ხელბორკილები უნდა დაადო ამ ადამიანს და დააპატიმრო. ჩვეულებრივი კრიმინალია. მაინცდამაინც ტყავის პლაშით უნდა შემოვიდეს სხდომათა დარბაზში, პარლამენტში, მაუზერი ამოიღოს და ოპოზიციის პარტიის წევრებს ესროლოს პირდაპირ სხდომათა დარბაზში, თუ როდის დავრწმუნდებით, რომ ეს ადამიანი არის ყაჩაღი და ბიძინა ივანიშვილი არის კლასიკური მაფიოზი“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში.

 

 

„ვერ იჭერენ რეალურ დამნაშავეებს, სამეგრელოში, იმერეთში და კახეთში და რაღაცა ვითომ საქმე გახსნეს, ადგებიან კარდაკარ და ოჯახებიდან გამოყავთ ხალხი საერთოდ შემხებლობაში რომ არ არის იმ დანაშაულებთან, რომლებიც ჩადენილ იქნა უკანასკნელ დღებში და იმათ იჭერენ და ასაღებენ თითქოს რაღაცა გავაკეთეთ, ესენი ქურდული სამყაროს წარმომადგენლები არიანო და რა ქურდულ სამყაროს წარმომადგენლებს ებრძვიან, როცა მთავარი ქურდული სამყაროს წარმომადგენელი არის ბატონი გახარია ანუ მოციქული ბატონი ივანიშვილის და ეს არ არის ის შემთხვევა, ივანიშვილი და კობახიძე... კობახიძე მართლა არაფერს არ წყვეტს და ხვალ რომ უთხრა, მართლა წავა მაგალითად, გერმანიაში ელჩად და მოვა სხვა. გახარია არის მთავარი დასაყრდენი ბიძინა ივანიშვილის და ადამიანი, რომელმაც სიკვდილამდე მიიყვანა ია კერზაია ზუგდიდში... მას არაფრად მიაჩნია მაჩალიკაშვილის ტრაგედია და ზაზა სარალიძის ტრაგედია, რომლებიც კარავში ცხოვრობენ... გახარია არის კრიმინალი. ხელბორკილები უნდა დაადო ამ ადამიანს და დააპატიმრო. ჩვეულებრივი კრიმინალია რაა. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ... მაინცდამაინც ტყავის პლაშით უნდა შემოვიდეს სხდომათა დარბაზში, პარლამენტში, მაუზერი ამოიღოს და ოპოზიციის პარტიის წევრებს ესროლოს პირდაპირ სხდომათა დარბაზში, თუ როდის დავრწმუნდებით, რომ ეს ადამიანი არის ყაჩაღი და ბიძინა ივანიშვილი არის კლასიკური მაფიოზი და ძალიან ახლოვდება მისი პოლიტიკური აღსასრულის დღე. მურუსიძე-ჩინჩალაძე ბოლომდე შეიზილეს და გვიმტკიცებენ მაგრები არიანო“, განაცხადა ნიკა მელიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი