სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი სვლა ნატოსა და ევროკავშირისკენ არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული
06-03-2019, 12:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი სვლა ნატოსა და ევროკავშირისკენ არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწიული მოხსენების დროს გააკეთა.

 

 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ საქართველოს სწრაფვა არც რაიმე აგრესიულ მიზანს არ ისახავს.

 


„სუვერენული ქვეყნის სუვერენული უფლებაა, საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის გამყარებისთვის მოკავშირეები თავისუფლად აირჩიოს. ეს არჩევანი ვერ იქნება გამოყენებული მუქარის საფუძვლად....

 

 

თვალნათელია, რომ რუსეთის მხრიდან მუქარის, აგრესიის, ზეწოლის, ომის, ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს არ გადაუხვევია სახელმწიფოებრივი მშენებლობის, დემოკრატიის გამყარების, ეკონომიკის გაძლიერების, დამოუკიდებლობის განმტკიცების საკუთარი გზიდან. ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკის გამარჯვება მუქარის პოლიტიკაზე. ჩვენ არ ვეგუებით და არც შევეგუებით ტერიტორიების ოკუპაციას, გატაცებებს დამცოცავ ხაზებს, რომლებიც ძალადობისა და შანტაჟის პოლტიტიკის ნაწილია. არც იმას ვეგუებით, რომ მოლაპრაკებების ფორმატები დღეს მხოლოდ ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს", განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ აუცილებელია, მაღალი პოლიტიკური ფორმატის განახლება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი