ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა.
თათბირზე თხილის გადარჩენის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს, გარე- ვაჭრობის აკრძალვასთან დაკავშირებული პრობლემები და შედეგები განიხილეს, სასოფლო გზებისა და გარე - განათებების პრობლემური მონაკვეთების შესახებ მონაცემები შეაჯამეს.
,,სახელმწიფოს მხარდაჭერით ძალიან ეფექტური პროგრამა ხორციელდება, რომელიც თხილის კულტურის გადარჩენას, მოვლას, აღდგენას ემსახურება. მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს, რომ ჩაერთონ სამუშაო ჯგუფებში და მიიღონ მათთვის საჭირო და აუცილებელი კვალიფიციური კონსულტაცია, სპეციალური ტექნიკა, რომ მუნიციპალიტეტში არსებული თხილის ბაღები გაცილებით რენტაბელური გახდეს", განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.