აშშ-ის ელჩის მოადგილე ბაკურიანში სამთო კურსის მიმდინარეობას გაეცნო
06-03-2019, 13:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზამთრის საბაზისო სამთო მომზადების კურსის პროცესის გასაცნობად ბაკურიანში აშშ-ის ელჩის მოადგილე საქართველოში ელიზაბეთ რუდი ჩავიდა. ამერიკელ დიპლომატს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენელთან, მაიორ თომას ჰატფილდთან ერთად პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა უმასპინძლა და სამთო კურსის მიზნებისა და ამოცანების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

 

 

მოგვიანებით ელიზაბეთ რუდმა სასწავლო უბანზე გადაინაცვლა და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით, ამერიკელ სამხედროებთან ერთად უშუალოდ ჩაერთო სამთო წვრთნაში. ამერიკელი სამხედროები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან მოვლენილ ჯარისკაცებთან ერთად, ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის (PFP) ფარგლებში, სამთო მომზადებას ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით ბაკურიანში უკვე სამი კვირაა გადიან.

 

 

ამერიკელი სამხედროები თხილამურებზე სრიალს, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდებს, ასევე თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვას და თოვლის თავშესაფრის მოწყობას ეუფლებიან. კურსის განმავლობაში ისინი ტაქტიკურ მარშებსაც ახორციელებენ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი