საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ძალების ატაშესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა და უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა.
ლევან იზორიამ ვიცე-პოლკოვნიკ ბრედლი ფულცს საქართველოში წარმატებული საქმიანობისა და ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. დაჯილდოების ცერემონიას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) წარმომადგენლები დაესწრნენ.
ვიცე-პოლკოვნიკ ბრედლი ფულცს საქართველოში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების ატაშეს პოზიციაზე ვიცე-პოლკოვნიკი კარლ ვიზი შეცვლის
ინფორმაციას თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.