პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და აშშ–ს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ვერმონტის ყოფილი გუბერნატორის, NDI-ის დირექტორთა საბჭოს წევრის, ჰოვარდ დინისა და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის, ლორა თორნტონის შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს.
მხარეებმა საკითხთა ფართო სპექტრზე იმსჯელეს. ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობაზე, NDI-ის საქართველოში სამომავლო საქმიანობის გეგმებსა და პროექტებზე, "ღია მმართველობის პარტნიორობის" საკითხებზე. ყურადღება დაეთმო საარჩევნო გარემოსა და კანონმდებლობას, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესებს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საქართველო განაგრძობს რეფორმების განხორციელებას დემოკრატიის განმტკიცებისა და ეკონომიკური სტაბილურობისთვის.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.