ადა მარშანიამ განაცხადა, რომ „ამჟამინდელი ხელისუფლება სააკაშვილ-ბოკერიას მოღალატეობრივ მოწოდებებს“ არის აყოლილი და სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან არ საუბრობს
06-03-2019, 14:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გაგიგონიათ მსოფლიოში პარლამენტი იმ ქვეყნისა, რომელსაც ასეთი უმძიმესი ტერიტორიული პრობლემა აქვს, ორი რეგიონი ოკუპირებული აქვს და არც ერთ თავის პლენარულ სხდომას არ მიუძღვნის ამ საკითხზე სადებატოდ?!.. ეს არის სამარცხვინო ფაქტი ჩვენი პარლამენტისთვის. აყოლილები ვართ სააკაშვილ-ბოკერიას მოღალატეობრივ მოწოდებებს - არ ველაპარაკოთ სოხუმს, არ ველაპარაკოთ ცხინვალს, არ ველაპარაკოთ მოსკოვს... უარი ვთქვათ სოხუმსა და ცხინვალზე, აი, ამას გვთავაზობენ და არა მხოლოდ სააკაშვილ-ბოკერიები, არამედ ამჟამინდელი ხელისუფლება. მე არ მჯეროდა ამისი, მაგრამ დავრწმუნდი და უნდა ეს ვთქვა საჯაროდ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ ადა მარშანიამ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას.

 

 

„25 წელიწადია ვსაუბრობ სოხუმზე და ცხინვალზე, მათ შორის ამ დარბაზიდან 8 წელიწადი პარლამენეტის წევრის რანგში, მაგრამ წლიდან წლამდე ვითარება მხოლოდ უარესდებოდა და წლიდან წლამდე ჩვენ რელაურად არაფერს არ ვაკეთებთ. მინდა კვლავ შეგახსენოთ, რომ დღეს აფხაზეთში დაახლოებით 60 000 ქართველი ცხოვრობს, 70 000 აფხაზი ცხოვრობს და უკვე 80 000-ზე მეტი სომეხი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს და დღეს აფხაზეთში ჩვეულებრივი მოვლენაა სომხურ-აფხაზური და არა ტრადიციული ქართულ-აფხაზური ქორწინებები... ასევე, კვლავ მინდა შეგახსენოთ, რომ სოხუმი და ცხინვალი ყოველწლიურად დღესასწაულობს ქართველ დამპყრობლებზე გამარჯვებას და ამ პათოსით უკვე მესამე თაობა იზრდება - თაობა, რომელმაც არც საქართველო იცის და არც ქართველებს იცნობს. ჩვენი უმოქმედობა მიგვიყვანს სრულ კატასტროფამდე... ბავშვმაც კი იცის, რომ უკვე არც სოხუმთან და არც ცხინვალთან არანაირ ავტონომიურ სტატუსზე საუბარი არ და ვერ შედგება. დიდი ხანია ნათელია, რომ ჩვენ უნდა შევიმუშავოთ სრულიად სხვა მოდელი ამ ურთულესი პრობლემის დასაძრავად, მაგრამ ჩვენ ამაზე არც ვმსჯელობთ და არც ვფიქრობთ. გაგიგონიათ მსოფლიოში პარლამენტი იმ ქვეყნისა, რომელსაც ასეთი უმძიმესი ტერიტორიული პრობლემა აქვს, ორი რეგიონი ოკუპირებული აქვს და არც ერთ თავის პლენარულ სხდომას არ მიუძღვნის ამ საკითხზე სადებატოდ?!. მე არ მესმის ასეთი პარლამენტი და არანაიარდ არ მივიღებ ასეთ პარლამენტს და ყოველთვის ამას შეგახსენებთ. ეს არის სამარცხვინო ფაქტი ჩვენი პარლამენტისთვის. პირიქით, აყოლილები ვართ სააკაშვილ-ბოკერიას მოღალატეობრივ მოწოდებებს - არ ველაპარაკოთ სოხუმს, არ ველაპარაკოთ ცხინვალს, არ ველაპარაკოთ მოსკოვს. ანუ სრული იზოლაცია. უარი ვთქვათ სოხუმსა და ცხინვალზე, აი, ამას გვთავაზობენ და არა მხოლოდ სააკაშვილ-ბოკერიები, არამედ ამჟამინდელი ხელისუფლება. მე არ მჯეროდა ამისი, მაგრამ დავრწმუნდი და უნდა ეს ვთქვა საჯაროდ. რამდენი წელი არ დავიჯერო.

 


„ამ დარბაზში ყველამ იცის, რომ დერეფნებში და კულისებს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ უნდა გავუშვათ სოხუმი და ცხინვალი, და ეს ბედნიერებას მოგვიტანს, რადგან თურმე მერე ნატოში შევალთ. არადა ომის პირას ვდგავართ და ხელისუფლებამ გადასარევად იცის, რადგან რუსეთს მიაჩნია, რომ ნატოს სურს საქართველოს ტერიტორია გამოიყენოს თავდასხმის მიზნით. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ნატოს ეს სურს, მე ვამბობ, რომ რუსები დარწმუნებულები არიან, თავად ნატოს ეს სურს და ხელისუფლებამ ეს იცის. ამიტომ ამ საკითხში წითელი ხაზები არ უნდა გადავკვეთოთ, რათა კიდევ ახალი ტერიტორია არ დავკარგოთ და ახალი ომი თავიდან ავიცილოთ. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსეთი და მე გეხმიანებით ქალბატონო პრეზიდენტო ამ თქვენ განცხადებაში, რომ საქართველოს ტერიტორიიდან არავინ და ვერავინ ვერ დაესხმება მათ თავს. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ახალ ფორმატზე, რათა, - გეხმიანებით ქალბატონო პრეზიდენტო - და გთავაზობთ კონკრეტულ ფორმატს, უკვე არაერთი წელია, საქართველო-ნატო-რუსეთი, რათა რეგიონში კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმები დამყარდეს და ცხადია, ჩვენ უნდა დავიწყოთ შერიგების პროცესი სოხუმთან და ცხინვალთან და ბოლოს იძულებული ვარ კვლავ მოგახსენოთ, რომ მე, ადა მარშანია ვარ აფხაზი, დაბადებული და გაზრდილი სოხუმში და მაქვს განცდა, რომ ქართველებს ჩემი მოსმენა არ სურთ. და თუ თქვენ არ გსურთ, მომისმინოთ მე, აფხაზს, რომელსაც საქართველოს ერთიანობა გულმხურვალედ უნდა, როგორღა იპოვით საერთო ენას იმ აფხაზებთან, რომლებსაც საქართველოს ერთიანობა არ უნდათ და საქართველოში დაბრუნების სურვილი არ გააჩნიათ“, განაცხადა ადა მარშანიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი