თერჯოლის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტსა და ადგილობრივ შესყიდვებში შესატან ცვლილებებს დაუჭირეს მხარი
06-03-2019, 15:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის, ნინო ჯანელიძის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გაიმართა.

 


საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს, მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტსა და ადგილობრივ შესყიდვებში შესატან ცვლილებებს.

 


ამასთან, საკრებულოს გადაწყვეტილებით იგივე რედაქციით დარჩა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.

 


დღესვე მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ბენეფიციარების სოციალური დახმარების პროგრამის პერიოდის გახანგრძლივებას.

 


გარდა ამისა, თანხმობა მიეცა მუნიციპალიტეტის მერს ქირავნობების შესახებ წარმოდგენილ საკითხებზე.

 

 

 


დეპუტატების მხარდაჭერით ცვლილება შევიდა ახალგაზრდული და სპორტული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესშიც.

 


რაც შეეხება დღის წესრიგით გათვალისიწინებულ მეათე საკითხს, იურიდიული კომისიის დასკვნის საფუძველზე გადაიდო განხილვა და ცვლილებები არ შევიდა საკრებულოს დადგენილებებში, რომელიც მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცებას შეეხებოდა.

 


სხდომას მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, მოადგილეებთან და სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად ესწრებოდა.

 

 

ინფორმაციას თერჯოლის საკრებულო ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი