„ნაციონალურ მოძრაობაში" პროკურატურის მიერ გასაჯაროვებულ წერილს აფასებენ. მუქარის წერილი, რომელიც თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მიიღო, ოპოზიციის აზრით, ადასტურებს იმას, თუ რა მეთოდებით მუშაობს ხელისუფლება.
„მე პირადად არ მაქვს არანაირი ეჭვი, რომ სწორედ მსგავსი გზავნილები მიიღო მამუკა ხაზარაძემ არჩევნების წინ. ბიძინა ივანიშვილის ამოცანა არის ქვეყანაში მედიასივრცეზე სრული კონტროლის დამყარება და ეს წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ მცდელობას.
როდესაც მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილი შეაფასა, რომ „კაგებეშნიკური“ მეთოდებით მუშაობს, ძალიან სწორი შეფასება იყო, რადგან რუსეთის მსგავსი, ანალოგიური პოლიტიკური სივრცის შექმნას ისახავს მიზნად და ეს წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა მეთოდებით მუშაობს დღევანდელი ხელისუფლება", აცხადებს სალომე სამადაშვილი.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს გაასაჯაროვა წერილი, რომელიც მამუკა ხაზარაძის თქმით, გიორგი გახარიასგან მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.