თეა წულუკიანი მამუკა ხაზარაძეზე საუბრობს: კიდევ უფრო გამეღიმა, როდესაც აღმოჩნდა, რომ მას არ აქვს წერილი, რაღაც ნაბეჭდი მოიტანა
06-03-2019, 17:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და პროკურატურის მიერ იმ წერილის გასაჯაროვებას ეხმაურება, რომელიც მამუკა ხაზარაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო. წულუკიანისთვის ღიმილისმომგვრელია ხაზარაძის განცხადება წერილზე, რომელიც მინისტრის თქმითვე, ირკვევა, რომ რეალურად არ მიუღია.

 

 

„ამ ხმაურიანმა განცხადებამ კიდევ მეტი არასერიოზულობა შესძინა, სამწუხაროდ, თავად ბატონ ხაზარაძეს და იმ საქმეს, რომელსაც ის თითქოსდა სათავისოდ იცავს. მე პირადად ამას პირველივე განცხადების მომენტიდანვე შევხვდი ღიმილით იმიტომ, რომ მე მახსოვს მაგალითად წარსულში პოლიტიზირებული მოსამართლის, გიორგი პაპუაშვილის განცხადება, თითქოს მე მას ვემუქრებოდი და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას მის სახლთან მომუშავე მემწვანილე ექმურებოდა. ეს გამახსენდა და გამეღიმა, მერე კიდევ უფრო გამეღიმა, როდესაც აღმოჩნდა, რომ მას არ აქვს წერილი, რაღაც ნაბეჭდი მოიტანა. თუმცა, რა თქმა უნდა, როცა განცხადბება კეთდება, საჭიროა შესწავლა, რეაგირება, მაგრამ სანამ განცხადებას გავაკეთებთ, ყველას გვევალება, რომ სასაცილოდ არ ავიგდოთ თავი", განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო. აღნიშნული განცხადების შემდეგ, იგი გამოკითხვაზე დაიბარეს. გუშინ, 5 მარტს გამოკითხვიდან გამოსულმა ხაზარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ წარდგინა წერილის ასლი, ხოლო დედანი გადაგზავნილია ლონდონში ექსპერტიზაზე.

 

 

მთავარმა პროკურატურამ დღეს წერილი გაასაჯაროვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი