ნინო ბურჯანაძე: ანატოლი ბიბილოვი ჩადის რუსეთში და პრეზიდენტს ხვდება, ჩვენი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები კი, ამას ვერ ახერხებენ
06-03-2019, 19:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ანატოლი ბიბილოვი ახერხებს, რომ შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს და ესაუბროს იმ პრობლემებზე, რომელიც აწუხებს იმ ხალხს, რომელსაც ის წარმოადგენს. ჩვენი ხელისუფლება ამას ვერ ახერხებს“, ასე შეაფასა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა.

 

 

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, შეხვედრის დეტალების შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის ნებისმიერ შემთხვევაში საზიანოა, როდესაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის პრეზიდენტს ხვდება და საქართველოს ხელისუფლებიდან მას არავინ ხვდება.

 

 

ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმომადგენელი, უნდა ესაუბრებოდეს რუსეთის პრეზიდენტს იმ პრობლემებზე, რომელზე საუბარს საჭიროდ მიიჩნევს.

 

 

„ბიძინა ივანიშვილს ებრძვის საკმაოდ ძალაუფლებიანი და სერიოზული ფიგურა, თავად ივანიშვილი. ის, რასაც ბატონი ივანიშვილი თავის ხელისუფლებას უკეთებს, ნამდვილად ძნელი მოსახერხებელია მტრობის შემთხვევაშიც კი, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს ძალიან აზარალებს ქვეყანას. ჩვენ ვხედავთ ყველა მიმართულებით ქვეყნის არა მარტო სტაგნაციას, არამედ უკან დახევას. ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ ჩვენს პრობლემებზე არავინ საუბრობს და გამოსავალს არავინ გვთავაზობს. ჩვენ დღესაც არ მოგვისმენია გამოსავალი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. ამ დროს სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი ჩადის რუსეთში და რუსეთის პრეზიდენტს ხვდება. ჩვენი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები ვერ ახერხებენ, რუსეთის ხელისუფლებასთან ჩასვლას, დალაპარაკებას და ჩვენი პრობლემების მოგვარებას. გამოსავალი არის ერთადერთი, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ყველა ის ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლას საქართველოში. ამ ხელისუფლების პირობებში, ცხადია, არც სამართლიანობის, არც კონფლიქტების, არც ბიზნესის პრობლემა არა თუ არ მოგვარდება, კიდევ უფრო გამწვავდება.

 

 

ბიბილოვი ახერხებს, რომ შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს და ბუნებრივია, გაგონილი და მოსმენილი იქნება ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემები და არა საქართველოს პრობლემები.

 

 

როდესაც ასეთი იგნორირება ხდება რუსეთის ხელისუფლების (ჩვენ ეს დავინახეთ კარასინის განცხადებებში) და როდესაც რუსეთს ესაუბრებიან მხოლოდ იმისთვის, რომ გახანგრძლივდეს ივანიშვილის ხელისუფლება და ცალკეული კლანების ბიზნესინტერესები განხორციელდეს საქართველოში და არა სახელმწიფო ინტერესები, ამაზე უკეთესი შედეგი ნამდვილად ვერ გვექნება“, აცხადებს ბურჯანაძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი