„ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება, რადგან ის თავის თავს ებრძვის. როდესაც ადამიანი თავის თავს ებრძვის და თავის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს, ამას მილიარდები არ შველის“, განაცხადა პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძემ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და მის მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ არც ერთი წევრი არ არის დამოუკიდებელი.
„ჩვენ გუშინდელი გადაწყვეტილებით დავინახეთ ის, რომ „ქართული ოცნება“ უმძიმეს კრიზისშია და როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ამას აცნობიერებს, თუმცა, ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომელიც ამ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს. ამავდროულად, ჩვენ დავინახეთ, რომ თუ წასვლის შემდეგაც გაჩუმდები, ბიძინა ივანიშვილს არ დაუპირისპირდები და მისადმი ლოიალობას შეინარჩუნებ, გიჩნდება იმის შანსი, მეორედ სადმე დაბრუნდე. სამწუხარო ის არის, რომ გუშინ ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერაფერი ახალი. რაიმე იმედისმომცემი რომ ყოფილიყო, სიმართლე გითხრათ, გამეხარდებოდა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს“, განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, როგორც ამას პარტიის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.