„გამოქვეყნებული წერილი ადასტურებს, რომ სახეზეა ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები. ჩვენი ინფორმაციით არსებობს კიდევ დამატებითი მტკიცებულებები ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შესახებ თიბის ჯგუფის საქმეში“, განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის, „ძალა ერთობაშია“-ს სახელით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზაალ უდუმაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
„შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ბიზნეს ჯგუფისთვის გაგზავნილი მუქარის წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი ახორციელებს სახელმწიფოს მიტაცების ფართომასშტაბიან კამპანიას. პირველ რიგში, ჩვენ აბსოლუტურ ნდობას ვუცხადებთ მამუკა ხაზრაძის მიერ გამოქვეყნებულ მტკიცებულებს, თუმცა ამავე დროს ვაცხადებთ, რომ არანიაირ იმედი არა გვაქვს იმისა, რომ ამ ხელისუფლების და ამ პროკატურის პირობებში მოხდება გამოძიება, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ყევლას მოუწევს პასუხისგება, ვისაც რაიმე კავშირი აქვს ამ ბინძურ საქმესთან. გამოქვეყნებული წერილი ადასტურებს, რომ სახეზეა ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები. ჩვენი ინფორმაციით არსებობს კიდევ დამატებითი მტკიცებულებები ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შესახებ თიბისი ჯგუფის საქმეში.
„გარდა თავისუფალი ბიზნესისა, ივანიშვილის თავდასხმის ობიექტია თავისუფალი მედია. წერილის თანახმად, კიდევ ერთხელ იკვეთება, რომ ივანიშვილის სამიზნეა ტელეკომპანია „TV პირველი“ და აგრეთვე, ივანიშვილს სურს მთლიანად გააკონტროლოს სრულიად არაპოლიტიკური არხი, ეს არის არხი „არტარეა“. ამ წერილშივე კარგად ჩანს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მიზნების მსახურია და იცავს მხოლოდ ივანიშვილის პირად ინტერესებს.
„ამავე დროს, ამ წერილით დასტურდება, რომ საპრეზიდენტო არჩვენებში ხელისუფლების არჩეული გზა იყო არა თანასწორობაზე დაფუძნებული პოლიტიკური კონკურენცია, არამედ ზეწოლა, დაშინება, შანტაჟი, არჩევნების გაყალბების მიზნით, მათ შორის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიის გამოყენებითაც.
„ის რაც აქამდე ყველასათვის ნათელი იყო, დღეს ეს დოკუმენტურად დადასტურდა. ივანიშვილის მიზანი არ არის სახელმწიფოს წინსვლა და მისი განვითარება და მისი მიზანია დააკნინოს და ხელში ჩაიგდოს ქვეყანაში არსებული ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი და მოახდინოს ძალაუფლების სრული მონოპოლიზება, მთლიანად გააქროს კრიტიკული აზრი ქვეყანაში“, განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.