„ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსული ოთხი დეპუტატის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „გურიანიუსთან" ინტრვიუში საუბრობს და მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯს დადებითად აფასებს. მან ამავე ინტერვიუში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზეც გააკეთა განცხადება და თქვა" "სააკაშვილს აღარც ვაკრიტიკებ, არც ვკითხულობ მის განცხადებებს."
„პოზიტიურად ვაფასებ მათ ქმედებას. მათ გააცნობიერეს, რომ მათი ქვეყანა საქართველოა და არა სააკაშვილი. ერთ კაცს კი არ უნდა მოემსახურონ, უნდა მოემსახურონ ქვეყანას. ამ მხრივ „ნაციონალურ მოძრაობას", მრავალჯერ მითქვამს, რომ არავითარი პერსპექტივა არ აქვს! ვერასდროს ისინი ხელისუფლებას ვერ დაიბრუნებენ. არ არის საქართველოს მოსახლეობა ისეთი ბრიყვი, როგორიც მათ ჰგონიათ. ერთადერთი კარგი, რაც მათ გააკეთეს, აჩვენეს ის, როგორ ცუდად შეიძლება მოგექცეს საკუთარი ხელისუფლება! ამ ოთხეულმა დაგვიანებულად შეძლო გამოყოფა. მივესალმები მათ საქციელს. ხალხმა იცის ნაციონალების რეალური სახე. სააკაშვილს აღარც ვაკრიტიკებ, არც ვკითხულობ მის განცხადებებს", - განაცხადა ივანიშვილმა.
კითხვაზე, ხომ არ არის შესაძლებელი საარჩევნოდ ეს გუნდი ივანიშვილის გვერდით აღმოჩნდეს? - ბიძინა ივანიშვილი პასუხობს:
„რა პრობლემაა, შევხვდები და ხელს ჩამოვართმევ. არავისზე უარს არ ვამბობ. ყველანი ჩვენი ქვეყნის შვილები არიან. როგორ შეიძლება, პარტიული კუთხით გავიხლიჩოთ? პარტიული ნიშნით როგორ შეიძლება ვინმეს ხელი არ ჩამოართვა? მათ კეთილი ინებონ და საკუთარ ქვეყანას მოემსახურონ. როდესაც ხელისუფლებაში მოვედი, არც მაშინ მსურდა პარტიული ნიშნით დაყოფა.
მე ყველა ადამიანთან თანახმა ვარ თანამშრომლობაზე. მე არ ვარ პოლიტიკაში, ამ მხრივ საკითხი გახსნილი მაქვს. როგორც საქართველოს მოქალაქე, ნებისმიერ ადამიანთან ვთანამშრომლობ", - განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.