ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ „რევოლუციამდე და ძალიან სერიოზულ დაპირისპირებამდე მივა“ პროცესები თუკი ივანიშვილი 2020 წლის არჩევნებს დემოკრატიულად არ ჩაატარებს და მომავალ პარლამენტში მხოლოდ „თავის სატელიტ 5-6 პარტიას“ შეიყვანს
07-03-2019, 10:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს „კიდევ ერთი შანსი აქვს იმისა, რომ მეტ-ნაკლებად პოზიტიური როლი ითამაშოს საქართველოს ისტორიაში, თუ ის მიიღებს იმ მოთხოვნას, რაც აქვს პოლიტიკურ პარტიებს - პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას“.

 

 

როგორც მან „TV პირველის“ გადაცემა „პოლიტმეტრში“ სტუმრობისას განაცხადა, თუკი ივანიშვილი 2020 წლის არჩევნებს დემოკრატიულად არ ჩაატარებს და მომავალ პარლამენტში მხოლოდ „თავის სატელიტ 5-6 პარტიას“ შეიყვანს, მაშინ პროცესები „რევოლუციამდე და ძალიან სერიოზულ დაპირისპირებამდე მივა“.

 


„გამორიცხულია აბსოლუტურად ერთპარტიულობა, გამორიცხულია ის გეგმა, რაც აქვს ბიძინა ივანიშვილს 2020 წლისთვის და ახლა ღარიბაშვილს მოიყვანს თუ ვის მოიყვანს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მისმა გადადგმულმა ნაბიჯებმა და თუნდაც ღარიბაშვილის დაბრუნებამ დაგვანახა, რომ ივანიშვილს განახლების რესურსი და რადიკალურად რაიმეს შეცვლის რესურსი უბრალოდ არ აქვს. მე არ ვგულისხმობ ფინანსურ რესურსს. მე ვგულისხმობ პოლიტიკურ რესურსს. გუშინ გავიარე ერთ ადგილზე, 15 ადამიანი შემომეხვია ირგვლივ რაღაც 5 წუთის განმავლობაში, ერთი ადამიანიც არ ყოფილა, რომელიც ბიძინა ივანიშვილზე და ხელისუფლებაზე რაიმე პოზიტიურს იტყოდა, ყველა ითხოვდა ცვლილებას, ყველა ითხოვდა, რომ რამე გააკეთეთ, რამე ქენით, რომ რაიმე შეიცვალოს. ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთი შანსი აქვს იმისა, რომ მეტ-ნაკლებად პოზიტიური როლი ითამაშოს საქართველოს ისტორიაში თუ ის მიიღებს იმ მოთხოვნას, რაც აქვს პოლიტიკურ პარტიებს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, გარდა „ქართული ოცნებისა“, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ეს მოთხოვნა ჰქონდა, ვგულისხმობ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას.

 


„თუ ივანიშვილი გაბედავას და 2020 წლის არჩევნებს დემოკრატიულად ჩაატარებს, მაშინ მას დარჩება გარკვეული შანსი იმისა, რომ მისი ჯგუფის, მისი გუნდის რაღაცა ნაწილი დარჩეს ქართულ პოლიტიკაში და მასაც რაღაცა შანსი ჰქონდეს მეტ-ნაკლებად თეთრად დარჩეს საქართველოს ისტორიაში. თუ ის გადაწყვეტს, რომ განახორციელოს ის გეგმა, რა გეგმაც მას ახლა აქვს, რომ 5-6 პარტია შეიყვანოს პარლამენტში, მაგრამ ეს იყოს მისი სატელიტი პარტიები, და როგორც ექცევა ის თავის სატელიტ პარტიებს - აძლიერებს, თავის ხალხს უგზავნის, უმატებს და ა.შ. ამას ახლა ყველაფერს ვხედავთ და ამაზე ლაპარაკი მე მგონი ზედმეტია - თუ ის გადაწყვეტს, რომ კვლავ საზოგადოება მოატყუოს და აი, ასეთი ფანდი გაითამაშოს, რომ ვითომ ოპოზიცია შექმნას, რასაც არ გამოვრიცხავ, რადგან ძალიან ბევრ ფლანგზე გამოჩნდა სხვადასხვა ადამიანები და არ გამოვრიცხავ, რომ სადღაც, სადღაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს თავისი რაღაცა შემდგომი მოსაზრებები ჩაქსოვილი, მაგრამ ჯერჯერობით არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი, ბევრი რამ კიდევ გამოჩნდება. თუ ივანიშვილი ამას გადაწყვეტს, მე პირდაპირ გეუბნებით, ეს მივა რევოლუციამდე, ეს მივა ძალიან სერიოზულ დაპირისპირებამდე. ამას შემდეგ აუცილებლად მოყვება მრავალპარტიულობაც, მრავალპარტიული პარლამენტიც იმიტომ, რომ არავის არ აქვს იმის ძალა, რომ ისე მოვიდეს ხელისუფლებაში როგორც თავის დროზე ან გამსახურდია მოვიდა ან სააკაშვილი მოვიდა ან იგივე ივანიშვილი. მართლაც იქნება მრავალპარტიული პარლამენტი, მაგრამ ქვეყნისთვის ეს იქნება ძალიან მძიმე. მე მგონი ქართული საზოგადოება იმდენად მომწიფდა უკვე, რომ სააკაშვილის შეშინებით აღარ გამოვა ახლა ადამიანების დატერორება და მე მომეცით ხმა, თუ არ გინდათ რომ სააკაშვილი მოვიდესო, ეს ბიძინა ივანიშვილს აღარ გამოუვა“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

კომენტარები: 1
#1  დიანა
      
შე ინდაურო,როგორ გინდათ გნაცებს არეულობა და რევოლუცია საქართველოში!
მანამ არ აგიდგათ გვერდები თქვე უჯიშოებო!
8 მარტი 2019 06:58
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი