სალომე ზურაბიშვლის ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციას მოეწერება ხელი
07-03-2019, 10:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლიეტუვაში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვლის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელიც დღეს დაიწყო, ხელი მოეწერება კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციას.

 


ლიეტუვაში საქართველოს ელჩის ხათუნა სალუქვაძის განცხადებით, აღნიშნული დეკლარაციის ხელმოწერა ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების ნათელი მაგალითია.

 


ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების მიერ დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტები დაესწრებიან.



„როგორც მოგეხსენებათ ლიეტუვასთან საქართველოს ძალიან აქტიური თანამშრომლობა აქვს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში და ამ ტანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს კომპონენტს სწორედ კიბერუსაფრთხოება წარმოადგენს.



დოკუმენტი ითვალისწინებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას, ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული ერთობლივი გამოწვევებისა და საფრთხეების იდენტიფიცირებას და მათი განეიტრალებისათვის ერთობლივი პოზიციების კიდევ უფრო გააქტიურებას”, განაცხადა ხათუნა სალუქვაძემ.



დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრში გაიმართება, რომელიც ლიეტუვას კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის შემადგენლობაში შედის.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი