„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი აცხადებს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე გამბედავ და მასშტაბურ განათლების ეროვნულ კონცეფციას, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, რომ ყოველწიურად ჩვენი ეროვნული დოვლათის 6 პროცენტი ანუ დღეს არსებული ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედი წარმართოს განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციისთვის“, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რამდენიმე წუთის წინ.
„საქართველოს ჰყავს ორი მტერი - ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე. საოკუპაციო ხაზი და ეკონომიკური სიდუხჭირე არის ის, რაც არ გვაძლევს სრულფასოვანი განვითარების შესაძლებლობას; არის ის, რასთან შეგუებაც არის შეუძლებელი; ის, რისი დაძლევისთვის ბრძოლაც გახლავთ თითოეული ჩვენთაგანის მთავარი ცხოვრებისეული მიზანი. დღეს, „ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდი აცხადებს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ყველაზე გამბედავ და მასშტაბურ იდეას - განათლების ეროვნულ კონცეფციას, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, რომ ჩვენი ეროვნული დოვლათის 6% , ანუ დღეს არსებული ბიუჯტის მეოთხედი წარმართოს განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციის, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად. ჩვენ ყოველთვის გვქონდა სწრაფვა და მე ვიტყოდი, ჯანსაღი ამბიცია იმისკენ, რომ ვყოფილიყავით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის....
განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, როცა ჩვენ გავალთ მშპ-ის 6%-იან ნიშნულზე, რაც კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. ეს იქნება უზრუნველყოფილი სპეციალური კანონმდებლობით, საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით, რომელიც არსებულ თუ ნებისმიერ მომავალ მთავრობებს ათწლეულების განმავლობაში დაავალდებულებს, რომ აღნიშნული მასშტაბის ინვესტიცია განახორციელოს ყოველწლიურად განათლების სექტორში. უფრო მეტიც, სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირება განათლებაში გამოიწვევს კერძო სექტორის მხრიდანაც ინვესტიციების წახალისებას, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ განათლების სექტორი გახდება ჩვენს ეკონომიკაში დომინანტი სექტორი და ეს მიაღწევს 10-11%-იან წილს. ეს ნიშნავს იმას, რომ ფინეთთან, ნორვეგიასთან, დანიასთან, სინგაპურთან და სხვა წამყვან სახელმწიფოებთან ერთად, საქართველო გახდება ქვეყანა, რომლის მთავარი პრიორიტეტი არის განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება; ეს ნიშნავს იმას, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლება უსწრაფესი ტემპებით გავა ევროპულ დონზე, ხოლო პედაგოგი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია საქართველოში; ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან იქნება ყველაზე ხარისხიანი უმაღლესი სასწავლებლები, საქართველოს უნივერსიტეტები მოხვდებიან ტოპ-რეიტინგებში და აღარ იქნება საჭირო, რომ ჩვენი შვილები და მომავალი თაობა საზღვარგარეთ გავგზავნოთ ბაკალავრის თუ მაგისტრის დიპლომის მისაღებად.
შესაბამისად, ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი უმაღლესი განათლება იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი და არა პრივილეგია; ის ნიშნავს იმას, რომ საქართველოში გაიხსნება ისეთი პროფესიული სასწავლებლები, სადაც ახალგაზრდები დაეუფლებიან ყველაზე მოთხოვნად პროფესიებსა და ხელობებს, მიიღებენ ევროპულ სერტიფიკატებს და დასაქმდებიან მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან ქვეყანაში; ეს ნიშნავს სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობას, ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიებს, საცდელ მეურნეობებს, კვლევით ცენტრებს და ინსტიტუტებს - შესაბამისად, ახალ აღმოჩენებს, მეცნიერულ მიღწევებს, ტექნოლოგიურ სტარტაფებს; ეს ნიშნავს სახელოვნებო განათლების ინტენსიურ განვითარებას და ჩვენი კულტურის კიდევ უფრო გამდიდრებას; ეს ნიშნავს ახალ სკოლებსა და საბავშვო ბაღებს ყველა რეგიონში, ახალ უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებს და ახალ კამპუსებს", განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.