მამუკა ბახტაძე: მე გპირდებით, რომ ჩვენ ძალიან მალე ხელახლა აღმოგვაჩენენ, როგორც განათლებული და თავისუფალი ადამიანების ქვეყანას
07-03-2019, 11:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე გპირდებით, რომ ჩვენ ძალიან მალე ხელახლა აღმოგვაჩენენ, როგორც განათლებული და თავისუფალი ადამიანების ქვეყანას, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განათლების სფეროში მთავრობის ახალი ინიციატივის წარდგენისას გააკეთა.

 


როგორც მთავრობის მეთაურმა თქვა, სახელმწიფო „დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე გამბედავ და მასშტაბურ განათლების ეროვნულ კონცეფციას" აცხადებს, რომლის ფარგლებში ბახტაძის თქმით, „სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, რომ ყოველწიურად ჩვენი ეროვნული დოვლათის 6 პროცენტი ანუ დღეს არსებული ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედი წარმართოს განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციისთვის".

 


„განათლების სფეროში ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იქნება ყველაზე განათლებული ქვეყანა და ქართველი ერი იქნება ყველაზე განათლებული ერი. სწორედ, ეს არის ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის ხედვა", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი