კახა კალაძე: ღიმილისმომგვრელია, რაც წერილში ეწერა - გაუგებარია, რა შუაშია ტვ. პირველი, არტარეა - ალბათ, მომავალში ენკი-ბენკიზეც იქნება საუბარი
07-03-2019, 12:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ პროცესებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აფასებს.

 


„არის კონკრეტული საქმე სამართლებრივად დაწყებული ხო, სამართლებრივად გაეცემა პასუხები. თუ არის რაიმე შეკითხვები სამართლებრივ ჭრილში მოხდება პასუხების გაცემა და არა პოლიტიკურ ჭრილში", განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ სამართლებრივი დავის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

 

 

ჟურნალისტებმა კალაძეს შეახსენეს მამუკა ხაზარაძის მიერ გამოკითხვაზე მიტანილი წერილის შინაარსი, სადაც სამ ულტიმატუმზე, მათ შორის მედიასთან დაკავშირებით, არის საუბარი.

 

 

„რა შუაშია მედია, ჩემთვის გაუგებარია. მე არ ვიცი საერთოდ ეს რა წერილია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ანალოგიური, მე ბევრი რამე წამიკითხავს გარდა ამ წერილისა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს ანალოგიური წერილი. ჩემთვის ღიმილისმომგვრელია, რაც წერილში ეწერა - საერთოდ გაუგებარია, რა შუაშია ტვ. პირველი, საერთოდ რა შუაშია არტარეა, ალბათ, მომავალში ენკი-ბენკიზეც იქნება საუბარი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაველოდოთ და სამართლებრივ ჭრილში გავყვეთ ამ კონკრეტულ საქმეს", უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.

 

 

მთავარმა პროკურატურამ წერილი, რომელზე მამუკა ხაზარაძე ამტკიცებს, რომ გიორგი გახარიასგან მიიღო, გუშინ, 6 მარტს გაასაჯაროვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი