„მინდა გითხრათ დაუჯერებელი ამბავი, მაგრამ სამწუხარო რეალობა. ოლიგარქმა ივანიშვილმა არ იკმარა ის, რომ გადაჭამა მთელი საქართველო და დღეს უკვე დაიწყო საქართველოს დამშლელებისა და მტრების მოწვევა უცხოეთიდან და მათთვის მილიონიანი ბიზნესების გადაცემა“, განაცხადა ახლახან გამართულ ბრიფინგზე „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა.
„თქვენ წინაშეა არძინბას კონსულტანტი, მიმაგრებული საბჭოთა კაგებედან, აფხაზეთის ომის მთავარი დამფინანსებელი, პუტინის პარტიის, „ედინაია რასიას“ ერთ-ერთი ლიდერი, რუსეთის პარლამენტის დეპუტატი ოთარ იუნას ძე არშბა, რომელმაც გაავსო ბათუმი ელიტარული სასტუმროებით და ეს ფული მას ნაშოვნი აქვს ქართველთა სისხლით, იმ უბედურებაში, რაც ჩვენ გავიარეთ და რასაც გავდივართ.
არშბას მიცემული ფულით იყო ნაყიდი ის ტყვიები, რომლითაც დაიხოცა ათეულ ათასობით ქართველი. არშბა აფინანსებდა იმ ბოევიკებს, რომლებმაც ქართველთა მოჭრილი თავებით გაგრის სტადიონზე ფეხბურთი ითამაშეს. არშბას ნაყიდი იყო ჟიული შარტავაზე, გაბესკირიაზე ნასროლი ტყვიები და ეს კაცი დღეს გახლავთ ივანიშვილის რეჟიმის ყველაზე ერთგული მეგობარი, რომლის ბიზნესების გახსნას ესწრება საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობა და ექსპრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა მისი სასტუმროს გახსნას ბათუმში. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ოთარ არშბას წინააღმდეგ, დაყადაღებულ იქნას მისი მილიარდები საქართველოსა და უცხოეთის ბანკებში. საქართველოს მტრების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს, ხოლო მათ თავზე - ზეცა. ჩვენ დავაყენებთ იმ მდგომარეობას, როცა საქართველოზე აწეული ხელი იქნება ისე დასჯილი, რომ ვერავინ მეორედ ასეთი რამ ვერ გაბედოს", განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.