„თიბისი ბანკი“ განცხადებას ავრცელებს
07-03-2019, 13:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თიბისი ბანკი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ბანკი, ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, მოუწოდებს საზოგადოების დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ მტკიცებით ფორმაში განცხადებების გაკეთებისგან.

 


„თიბისი ბანკის”, როგორც ქვეყნის უმსხვილესი და ყველაზე წარმატებული ფინანსური ინსტიტუტის საქმიანობა, ხასიათდება მაღალი პროფესიონალიზმით და თანხვედრაშია საქართველოს და საერთაშორისო საბანკო რეგულაციებთან.

 

 

„თიბისი ბანკი” ემსახურება 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 100 ათასზე მეტ იურიდიულ პირს. ბანკის მმართველობას ახორციელებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე აღმასრულებელი მენეჯმენტი. „თიბისი ბანკის” აქციები ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე და შედის პრესტიჟულ FTSE 250 კომპანიების სიაში.

 

 

საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ, რომ მიმდინარე ეტაპზე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მიმდინარეობს გამოძიება სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტზე.

 

 

ამდენად, საზოგადოების მხრიდან წინასწარი შეფასების მიცემა, ფაქტების დანაშაულად კვალიფიცირება, „თიბისი ბანკის” მოხსენიება, ზიანს აყენებს და ლახავს ბანკის რეპუტაციას. სადაო ტრანზაქციასთან დაკავშირებით „თიბისი ბანკისა” და ეროვნული ბანკის ერთობლივი მუშაობით საკითხი ამოწურულია.

 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3593. ბანკი თხოვს და მოუწოდებს საზოგადოების დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ მტკიცებით ფორმაში განცხადებების გაკეთებისგან, დაიცვან ეთიკურობის და ობიექტურობის მაღალი სტანდარტი”, ნათქვამია „თიბისი ბანკის“ განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი