„ივანიშვილს სჭირდება ახლა ღარიბაშვილი, როგორც პოლიტიკურად ქურდული ავტორიტეტის მქონე ადამიანი, ვინც რაღაცებს დაულაგებს უკეთ, ვიდრე შეიძლება აქამდე ულაგებდა კობახიძე“, მიიჩნევს პოლიტოლოგი, „ქართული ოცნების“ ყოფილი პოლიტსაბჭოს მდივანი არმაზ ახვლედიანი, თუმცა, როგორც მან „რუთავი 2“-ს უთხრა, „თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ ღარიბაშვილის სადამსჯელო რაზმის შემოყვანით ახლა პოლიტიკურ პროცესში შეიძლება ოდნავ მაინც მისთვის სასიკეთოდ ან ტაქტიკურად ან სტრატეგიულად რამე შეიცვალოს, ის ცხადია, მწარედ ცდება“, რადგან პოლიტოლოგის თქმით, საზოგადოების „განწყობა ნათლად გამოიხატა გასული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, როცა მას [ივანიშვილს] უთხრეს, რომ შენ პოლიტიკურად შიშველი ხარ“.
„რა შეიცვალა, ვკითხულობ? გაიზარდა ღარიბაშვილი პოლიტიკურად, ისწავლა შეცდომებზე? რა თქმა უნდა, არა. მხოლოდ ის ხდება, რომ ივანიშვილს სჭირდება ახლა ღარიბაშვილი, როგორც პოლიტიკურად ქურდული ავტორიტეტის მქონე ადამიანი, ვინც რაღაცებს დაულაგებს უკეთ, ვიდრე შეიძლება აქამდე ულაგებდა კობახიძე. კობახიძე კი ძალიან მონდომებულია. როგორ არ ცდილობს, რომ დაულაგოს, მაგრამ ავტორიტეტი კობახიძის საერთოდ ვერ შედგა.
„განწყობა ნათლად გამოიხატა გასული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, როცა მას [ივანიშვილს] უთხრეს, რომ შენ პოლიტიკურად შიშველი ხარ. თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ ღარიბაშვილის სადამსჯელო რაზმის შემოყვანით ახლა პოლიტიკურ პროცესში შეიძლება ოდნავ მაინც მისთვის სასიკეთოდ ან ტაქტიკურად ან სტრატეგიულად რამე შეიცვალოს, ის ცხადია, მწარედ ცდება და ამ თავისი არასწორი, უგუნური გადაწყვეტილების შედეგს სულ მალე დაინახავს იმიტომ, რომ მითქვამს და გავიმეორებ, ჩემი შეფასებით, დღეს პრემიერი ბახტაძე, რომელიც არც კი ვიცი არის თუ არა ჯერ კიდევ პრემიერი, სადღაც ცაშია, პრემიერი ბახტაძე არის „ოცნებისთვის“ ბოლო პრემიერი. „ოცნების“ მმართველობა - შეიძლება ბევრს კი გაუკვირდეს, ჯერ როგორ კაცო, ჯერ კიდევ მძლავრია ივანიშვილი და ყველა სხვა - „ოცნების“ მმართველობა სრულდება. ღარიბაშვილის შემოყვანამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს ამბავი ჩემთვის“, განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.