„ეს კანონპროექტი უზრუნველყოფს მაქსიმალურად უპრეცედენტო და ამას ხაზს გავუსვამ- ღია და გამჭვირვალე პროცედურით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას. ამ ხარისხის ღია და გამჭვირვალე პროცედურას ვერცერთ ევროპულ ქვეყანაშიც კი ვერ ნახავთ”, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას.
ირაკლი კობახიძე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებებსაც გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, მათ სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები აქვთ.
„არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაზე საუბარი, რომელიც არის პირდაპირ დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან. გახსოვთ, თქვენ როგორ იქცეოდნენ სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ვიდრე მოვიდოდნენ შეხვედრაზე, მანამდე აანონსებდნენ ჯგუფიდან გასვლას და მერე ისე აცხადებდნენ ამას, რომ თითქოს იქ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ეს არის, ბუნებრივია, ნაკარნახევი პოლიტიკური ინტერესებიდან, ანუ არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს თავისი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები, პოლიტიკური მიკერძოება და ამ მიკერძოების კარნახით მოქმედებენ ისინი. ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა და საპარლამენტო უმრავლესობამ თავისი პასუხისმგებლობით მოამზადა ძალიან ფართო ჩართულობით კანონპროექტი, რომელიც არის ინიცირებული საქართველოს პარლამენტში და უახლოეს მომავალში დაიწყება ამ პროექტის საკომიტეტო განხილვა და შემდეგ პლენარულ ფორმატში განხილვა. გავიზიარეთ უამრავი ინიციატივა, რომელიც იყო წარმოდგენილი სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიერ. შესაბამისად, ეს კანონპროექტი უზრუნველყოფს მაქსიმალურად უპრეცედენტო და ამას ხაზს გავუსვამ - ღია და გამჭვირვალე პროცედურით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას. ამ ხარისხის ღია და გამჭვირვალე პროცედურას ვერცერთ ევროპულ ქვეყანაშიც კი ვერ ნახავთ”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.