ზურაბ ჯაფარიძე: ხაზარაძეს თუ ეხებიან, ხომ შეიძლება ნებისმიერს შეეხონ? - ამოიღონ ხმა ახლა, ახლა აქვს ამას ფასი
07-03-2019, 15:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ძალიან ცალსახაა, რომ ამ ადამიანებთან სახელმწიფო არ არის მართალი. ეს არ არის ჩვეულებრივი სამართლებრივი დავა და ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ამბავი, ასე აფასებს „ახალი პოლიტიკური ცენტრის - გირჩის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ ჯაფარიძე თიბისი ბანკის გარშემო განვთარებულ მოვლენებს.

 

 

ჯაფარიძე ბიზნესმენებს „ხმის ამოღებისკენ" მოუწოდებს და აცხადებს, რომ ბიზნესმენებმა უნდა ილაპარაკონ ახლა და არა მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება" აღარ იქნება ხელისუფლებაში.

 

 

„ქართველ ბიზნესმენებს რომ ეძახიან, ვინც ქართული ბიზნესის სახელით გამოდის ტელევიზორში, აპრავებენ ხოლმე ძირითადად მთავრობის სხვადასხვა ინიციატივას, იმათმა ხმა ამოიღონ, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და დაუდგნენ იმ ადამიანებს გვერდზე, ვინც მათი ბიზნესპარტნიორები არიან მათ შორის.

 

 

სინამდვილეში ესენი არ არიან ბიზნესმენები, არიან საბჭოთა ცეხავიკების ფსიქოლოგიის ადამიანები, რომლებიც წლებია შეკრული არიან ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ მიიღონ პრივილეგიები", ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

 

 

მისივე თქმით, ბიზნესმენები ამ გზას ბრძოლის გზის სანაცვლოდ ირჩევენ, რადგან ეშინიათ.

 

 

„როდემდე შეიძლება შიშში იცხოვრონ? როდემდე შეიძლება იმაზე იყვნენ დამოკიდებული, რომ ვიღაცასთან რაღაც დაალაგონ, ოღონდ მეც არ შემეხოსო. ხაზარაძეს თუ ეხებიან, ხომ შეიძლება ნებისმიერს შეეხონ? დგანან და კიდევ ერთხელ არიან მოლოდინის რეჟიმში, რომ ახლა კიდევ ერთხელ შეიცვლება ხელისუფლება და მერე გამოლაგდებიან და დაიწყებენ - აუ, წინა ხელისუფლების დრო დედა გვიტირეს, ეს მიქნეს, ის მიქნეს და დავაი, ახლა სამართიანობა აღვადგინოთ. იგივე წრეზე უნდა წავიდეთ ხო. ახლა ამოიღონ ხმა ახლა, ახლა აქვს ამას ფასი", უთხრა ჯაფარიძემ „რუსთავი 2"-ს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი