ავჭალაში, ფოცხიშვილის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები დაიწყო
07-03-2019, 15:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავჭალაში, ფოცხიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო, რომლის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელის მოწყობა და გზის დაზიანებული საფარის დემონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, 530 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი, ბორდიური, ფეხით სავალი ბილიკი მოეწყობა და დაახლოებით, 5 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

 


აღნიშნული სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ენკა“ ასრულებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 505 000 ლარი გამოიყოფა.

 


სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

 


„გზის საფარის რეაბილიტაცია გლდანის რაიონში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს ფოცხიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დავიწყეთ, სადაც გზის საფარი დაზიანებული იყო და მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა. პროქტის დასრულების შემდეგ, მათ კომფორტულად გადაადგილების საშუალება მიეცემათ. გარდა ამისა, გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას სამ მისამართზე ვახორციელებთ. უმოკლეს დროში ფორე მოსულიშვილისა და სხვა ქუჩების რეაბილიტაციასაც დავიწყებთ“, - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა.

 


მიმდინარე წელს გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ბარათაშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე განხორციელდა. რამდენიმე მისამართზე კი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

 


საგზაო სამუშაოები კულა გლდანელის, გულისაშვილის, ჯანჯღავას III შესახვევისა და კობერიძის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე ამ დროისთვის ხორციელდება. უახლოეს მომავალში მოსულიშვილის ქუჩის რეაბილიტაციაც დაიწყება.

 

 

 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი