საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოში ბიზნესმენებს ხელისუფლების შურისძიების ეშინიათ. ფადი ასლის განცხადებით, აღნიშნულის თქმის საფუძველს აძლევს ის, რომ თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არც ერთი ბიზნესმენი ხმას არ იღებს.
„ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში ტერორის ნიშნებს ვხედავ. შოკირებული ვიყავი იმის გამო, რომ ქართველმა ბიზნესმენებმა ხმა არ ამოიღეს თიბისის დასაცავად. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელიც ქვეყნის მთავრობას იყენებდა ბანკისა და ანაკლიის პორტის პროექტისთვის ზიანის მისაყენებლად", აცხადებს ფადი ასლი, რომელიც დარწმუნებულია, რომ წერილი, რომელიც მამაუკა ხაზარაძემ გამოკითხვაზე წარადგინა, ნამდვილად მთავრობის წევრმა გაუგზავნა მას.
„ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ეს წერილი მათ გაუგზავნეს მამუკა ხაზარაძეს. ეს მაფიის მუშაობაა. ივანიშვილი მართავს საქართველოს, როგორც განგსტერი. ქვეყნის მთავრობა ინსტრუმენტია მის ხელში. ველოდები როდის დაიწყებენ ქართველი ბიზნესმენები საუბარს არამხოლოდ თიბისის, არამედ სხვა კომპანიების საქმეებზე", უთხრა „რუსთავი 2"-ს ფადი ასლიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.