ამერიკის შეერთებული შტატების 52 წლის სენატორმა მართა მაკსალიმ, რომელიც პირველი ამერიკელი მებრძოლი მფრინავი იყო, ვინც საომარი მოქმედებების ზონაში დაფრინავდა, სენატის შეიარაღებული ძალების ქვეკომიტეტში სექსუალური შეურაცხყოფის მსხვერპლთა თანდასწრებით გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ იგი მისი ზემდგომი ოფიცრის მიერ იქნა გაუპატიურებული იმ დროს, როდესაც საჰაერო ძალებში მსახურობდა.
არიზონელმა „რესპუბლიკელმა“ განაცხადა, რომ მან გაუპატიურების ფაქტი არ გაახმაურა, რადგან თავს შერცხვენილად და დაბნეულად გრძნობდა და ასევე, არ ენდობოდა სისტემას.
როგორც BBC იტყობინება, 2017 წელს დაახლოებით 6 800 სექსუალური შეურაცხყოფის შესახებ იქნა მოხსენება გაკეთებული აშშ-ის სამხედრო ძალებში, რაც გასულ წელთან შედარებით 10%-იან ზრდას წარმოადგენს.
„თქვენს მსგავსად, მეც სამხედრო ძალებში სექსუალური შეურაცხყოფის გადარჩენილთაგანი ვარ, მაგრამ ბევრი მამაცი გადარჩენილის არამსგავსად, მე არ განმიცხადებია რომ სექსუალური შეურაცხყოფა მომაყენეს. ბევრი ქალისა და მამაკაცის მსგავსად მე იმ დროს არ ვენდობოდი სისტემას“, განაცხადა სენატორმა და დაამატა:
„მე საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. მე შერცხვენილი და დაბნეული ვიყავი. დამნაშავეები ბოროტად იყენებდნენ თავიანთ თანამდებობას ამ სიტყვის ყველაზე ღრმა გაგებით. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევისას მე, როგორც ნადავლი, ძალადობით ზემდგომმა ოფიცერმა გამაუპატიურა“.
მაკსალიმ თქვა, რომ წლების გასვლის შემდეგ იგი ცდილობდა თავისი შემთხვევა უფროსი ოფიცრებისთვის გაეზიარებინა, მაგრამ მათგან „სრულიად არაადეკვატური პასუხები“ მიიღო.
მაკსალი შეერთებული შტატების საჰაერო ძალებში 26 წელიწადი მსახურობდა და 2010 წელს პოლკოვნიკის წოდებით დაასრულა კარიერა.
იგი ორი ვადით იყო არჩეული კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, ვიდრე გასულ წელს სენატორი გახდებოდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მაკსალიმ მის მიმართ სექსუალური შეურაცხყოფის შესახებ განაცხადა.
გასულ წელს, როცა სენატორის პოსტზე იყრიდა კენჭს, მან „The Wall Street Journal“-ს უთხრა, რომ იმ დროს, როცა იგი 17 წლის იყო, თავისი საჯარო სკოლის სპორტული მწვრთნელი აიძულებდა მას, რომ მასთან სექსი ჰქონოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.