ვაზიანში მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულის საბრძოლო სროლები გაიმართა
07-03-2019, 16:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაზიანის მე-4 სასროლეთზე მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის II მსუბუქი ქვეითი ასეულის („ბრავო“ ასეული) ათეულისა და ოცეულის საბრძოლო სროლები გაიმართა. სწავლება ათეულისა და ოცეულის ზომის ქვედანაყოფის ტაქტიკურ მომზადებას, სინქრონიზებული მოქმედებების დახვეწასა და ქვედანაყოფის შეფასებას ისახავდა მიზნად.

 


ოთხდღიანი სწავლების განმავლობაში მსუბუქი ქვეითი ასეულის პირადმა შემადგენლობამ ქვედანაყოფის მართვის პროცედურებთან, ტაქტიკურ გადაადგილებასთან, რეიდთან, დაგეგმილი შეტევის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლეს და საჭირო უნარ-ჩვევები განავითარეს. სამხედრო მოსამსახურეები მოწინააღმდეგის კონტაქტზე რეაგირებისა და მოწინააღმდეგეებთან კონტაქტის გაწყვეტის ხერხებსაც დაეუფლნენ.

 


დღეს სასროლეთზე საბრძოლო სროლების კულმინაციური ფაზა ჩატარდა, რომლის დროსაც ჯარისკაცებმა პირობითად მოწინააღმდეგის ობიექტზე შეტევის ოპერაცია შეასრულეს.

 

 

ათეულისა და ოცეულის საბრძოლო სროლები გეგმიური სწავლების ფარგლებში მიმდინარეობდა.

 

 

ინფორმაციას თადაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი