საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიაში წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა
07-03-2019, 17:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიაში წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. დღეიდან 19 სამხედრო მოსამსახურე ეროვნული გვარდიის საშტაბო ასეულში ცხრა თვის განმავლობაში იმსახურებს.

 

 

სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის ძალებში ჩარიცხვა ეროვნული გვარდიის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა კობა ახვლედიანმა მიულოცა და სამშობლოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა. ღონისძიების დასასრულს პირადი შემადგენლობა მამა დავითმა დალოცა.

 

 

ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

 

 

ფიცის დადებამდე რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი გაიარეს. სამი თვის განმავლობაში წვევამდელებმა ტაქტიკური, სამედიცინო, კავშირგაბმულობის, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული ცოდნა შეიძინეს. ვადიანმა სამხედრო მოსამსახურეებმა 3 თვის განმავლობაში, საკონტრაქტო მოსამსახურის მსგავსად, სრულფასოვანი საწყისი საბრძოლო მომზადება გაიარეს. თავდაცვის ძალებში მსახურის პერიოდში ისინი გაუმჯობესებული სოციალური პაკეტითაც იმსახურებენ და უქმე დღეებში დასვენების შესაძლებლობა ექნებათ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი