​საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს შეხვდა
07-03-2019, 18:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს ვიქტორას პრანცკიეტისს სამუშაო ლანჩზე შეხვდა.

 

 

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა, როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების საპარლამენტო ფორმატების ფარგლებში, რომელიც პასუხობს საქართველოსა და ლიეტუვის საერთო ღირებულებებს, ინტერესებსა და გამოწვევებს.

 

 

ხაზი გაესვა ევროკავშირთან სხვა პოტენციური თანამშრომლობის ფორმატების მაქსიმალურად გამოყენების მნიშვნელობას, კულტურის, განათლების, ვაჭრობისა და ტრანსპორტის მიმართულებით.

 

 

ლიეტუვას პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, დეპუტატ ბექა ოდიშარიას განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ქართული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა. შესაბამისად, კოლეგებისაგან მიღებული რჩევები ძალიან საინტერესო და ღირებულია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი