საქართველოს საპატრიარქოდან უზენაეს სასამართლოში წერილი გაიგზავნა. საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, მზია თოდუას სახელზე გაიგზავნა, ნათქვამია, რომ ეკლესია ე.წ. ციანიდის საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას ითხოვს.
„მოგესალმებით დიდი პატივისცემით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით მოგმართავთ შემდეგი თხოვნით:
მოგეხსენებათ, ე.წ. ციანიდის საქმეს ადევს გრიფით „საიდუმლო", რაც ზოგიერთ პიროვნებას საშუალებას აძლევს სხვადასხვა ინტერპრეტაციის გაკეთებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა.
მართალია, კანონი კრძალავს აღნიშნული სახის მასალების გასაჯაროებას, მაგრამ შექმნილი ვითარების ფონზე, იქნებ, იქნას გამონაკლისი დაშვებული, გასაჯაროვდეს ეს დოკუმენტები და ყველას მიეცეს საშუალება, გაეცნოს საქმის რეალურ მდგომარეობას. მით უმეტეს, ამის მოსურნეა როგორც ბრალდებულის, ისე დაზარალებულისა და მოწმის მხარე. ამის მოსურნეა საქართველოს საპატრიარქო და საზოგადოება", აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი აწერს და რომელიც მიმდინარე წლის 6 მარტით არის დათარიღებული.
საპატრიარქოს ცნობით, მსგავსი წერილი 2018 წლის 21 დეკემბერს პროკურატურაშიც გაიგზავნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.