ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ახალი სახეების და ძლიერი პოლიტიკოსების“ მოძიება დაიწყო
07-03-2019, 19:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, „ახალი სახეები, ძლიერი პოლიტიკოსები“ სჭირდება და აქედან გამომდინარე, საკადრო გადაწყვეტილებები პოლიტიკური პროცესის საფუძველზე მიიღება, ხოლო პარტიის რიგებიდან ადამიანების წასვლა „გუნდის განახლების და გაჯანსაღების პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია“.

 


„რა თქმა უნდა „ქართული ოცნების“ განახლება, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. რაც შეეხება თვითონ შერჩევის პროცესს, ეს არის რა თქმა უნდა, პოლიტიკური საკითხი, პოლიტიკური პროცესი, აქედან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილებები, საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური პროცესის საფუძველზე. რა თქმა უნდა, ზოგადად შესაძლებელია სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება ამ შერჩევის პროცესში. ზოგადად ამ ადამიანების წასვლაც არის გუნდის განახლების და გაჯანსაღების პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა არის ბუნებრივია, განახლება იმ გაგებით, რომ გვჭირდება ახალი სახეები, ძლიერი პოლიტიკოსები“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

აღნიშნულ საკითხზე მედიასთან კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ, რომელმაც ის კრიტერიუმები დაასახელა, რაც პარტიის საკადრო განახლებისას უნდა იყოს მხედველობაში მიღებული.

 


„ნებისმიერი ბიზნეს-საწარმო ავიღოთ, სახელმწიფო დაწესებულება თუ პარტია, რასაკვირველია, მუდმივად მუშაობს საკადრო განახლებასთან დაკავშირებით. კრიტერიუმები ჩემი აზრით უნდა იყოს კომპეტენტურობა და პატრიოტიზმი, ქვეყნის სიყვარული. ამ რესურსებთან დაკავშირებით მე ვერაფერ სიახლეს ვერ ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ასეთი ხალხი ნამდვილად არსებობს. უფრო მეტია ენერგია საჭირო, რათა ეს ხალხი ჩართო საქმიანობაში“, განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი