გიორგი ქადაგიძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე: თუ დამატებითი ძალიან სერიოზული მტკიცებულებები პროკურატურის მხრიდან არ იქნება წარმოდგენილი, ფულის გათეთრების ნიშნები ამ ტრანზაქციაში ძალიან ძნელი დასანახია
07-03-2019, 19:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გამოკითხვა დასრულდა. გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა. გამოკთხვიდან გამოსულმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით, თუ პროკურატურა დამატებით მტკიცებულებებს არ წარადგენს, კონკრეტულ ტრანზაქციაში ფულის გათეთრების ნიშნები ძალიან ძნელი დასანახია.

 


„კითხვები ეხებოდა 2 საკითხს. პირველი - ეს იყო რა ფუნქციები ჰქონდა ზედამხედველობის სააგენტოს, რაც განსაზღვრულია კანონმდებლობით, ნორმატიული აქტებით და დებულებებით. მეორე კითხვა ეხებოდა 2008 წლის 2 სექტემბრის შემოწმების აქტს და ინფორმაციას იმის შესახებ, მახსოვს მე თუ არა, ეს აქტი. არანაირი საუბარი სხვა ტრანზაქციაზე არ ყოფილა და ვერ იქნებოდა.....

 

 

2008 წლის 2 სექტემბერს, მერწმუნეთ, კონკრეტული ბანკი, კონკრეტულ შემოწმების აქტში, კონკრეტულად რა წერია, მით უმეტეს იმ აქტში რასაც მე გავეცანი,რისი შესაძლებლობაც მქონდა სასამართლო პროცესის დროს, იქ განსაკუთრებული ვერაფერი ვნახე.

 

 

საუბარია საქართველოში ყველაზე მსხვილ ფინანსურ ჯგუფზე და ყველაზე მსხვილი ფინანსური ჯგუფის დამფუძნებლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ ხორციელდება ორკესტრირებული შეტევა....

 

 

როგორც ყოფილი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი, შემიძლია ვთქვა, რომ თუ დამატებითი ძალიან სერიოზული მტკიცებულებები პროკურატურის მხრიდან არ იქნება წარმოდგენილი, ფულის გათეთრების ნიშნები ამ ტრანზაქციაში ძალიან ძნელი დასანახია. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ეპიზოდური ინფორმაცია.

 

 

დანარჩენი ყველაფერი, გარდა 100%-იანი საჯაროობისა, მხოლოდ და მხოლოდ მეტ კითხვას გააჩენს", განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი