თბილისში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახლადმოწყობილ სკვერს სატრენაჟორო სივრცეც დაემატება
07-03-2019, 22:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, სატრანსპორტო კვანძთან მდებარე ახლადმოწყობილ სკვერთან ტრენაჟორებიც დაიდგმება. აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოქალაქე სპარტაკ ბაგალაშვილის თხოვნის საპასუხოდ, ვიდეოდიალოგის ფორმატში გააკეთა.

 


კახა კალაძის თქმით, თუ გამგეობას ამის შესაძლებლობა არ აქვს, თბილისის მერია მზადაა, ჩაერთოს პროექტის განხორციელებაში.

 


„ცინცაძე-კარტოზიას სატრანსპორტო კვანძთან ახლო ძალიან ბევრი გამწვანების სამუშაო განხორციელდა და ძალიან ლამაზი სივრცე შეიქმნა, სადაც იქ მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩამოვიდნენ და დაისვენონ. იქვე, გვერდით არის ადგილი, რომელიც საკმაოდ მოუწესრიგებელი იყო და შეიძლება ამ პროექტის განხორციელება დავაყენოთ ტრენაჟორები, რომ ადამიანებს ვარჯიშის შესაძლებლობაც მიეცეთ. თუ გამგეობა ამას ვერ მოახერხებს, თბილისის მერია მზადაა, ჩაერთოს ამ პროექტის განხორციელებაში“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 


თბილისის მოსახლეობასთან ვიდეოდიალოგს დედაქალაქის მერი ვიცე-მერთან და ხუთ გამგებელთან ერთად წარმართავს. პირდაპირი ჩართვა კახა კალაძის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მიმდინარეობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი