პრეზიდენტი ნამდვილად არის ეროვნული პრეზიდენტი და ის შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის დროს არ მოქმედებს პარტიული ნიშნით, - ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ქვეყნის პირველი პირის მიერ დეპუტატ აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალების გამო პრემიერ-მინისტრის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს მოუწოდებს, მსგავსი განცხადებების გაკეთების დროს სიფრთხილით და მაღალი პასუხისმგებლობით იმოქმედონ.
"პრეზიდენტი ნამდვილად არის ეროვნული პრეზიდენტი და ის ასეთი საკითხების გადაწყვეტის დროს არ მოქმედებს პარტიული ნიშნით. ჩვენ გვინდა ვთხოვოთ მაღალ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთების დროს სიფრთხილით და მაღალი პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა ამ ტიპის განცხადებებმა, არ გააჩინოს აღქმა, რომ საქართველოში შესაძლოა, მართლმსაჯულება ხორციელდებოდეს პოლიტიკური ნიშნით, ხოლო ამ აღქმის შედეგად არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პრეზიდენტის მრჩევლის განმარტებით, ქვეყნის პირველი პირი შეწყალების პროცესში ვერ და არ იმოქმედებს პოლიტიკური თუ პარტიული ნიშნით.
"საქართველოს პრეზიდენტის პოზიციაა, რომ შეწყალების პროცესში ვერ იმოქმედებს და არასდროს იმოქმედებს პოლიტიკური თუ პარტიული ნიშნით", - აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.
კოჟორიძის თქმით, პატიმარ ბობოხიძის შეწყალების საკითხის გადაწყვეტისას არანაირი გავლენა არ მოუხდენია იმ ფაქტს, რომ ის ოპოზიციონერი დეპუტატის ძმაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.