კახა კალაძე: ამტვერებადი მასალის დამუშავების რეგულირების მიზნით თბილისის მერიას პარლამენტში უკვე გადაგზავნილი აქვს საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიზანი ქალაქში ჰაერის დაბინძურების შემცირებაა
08-03-2019, 00:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამტვერებადი მასალის დამუშავების რეგულირების მიზნით თბილისის მერიას პარლამენტში უკვე გადაგზავნილი აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიზანი ქალაქში ჰაერის დაბინძურების შემცირებაა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, აგლაძის ქუჩაზე საშენი მასალების ღია სივრცეში დამუშავების აკრძალვასთან დაკავშირებით, მოქალაქე ეკა მაისურაძის კითხვას უპასუხა.

 

 

კახა კალაძის თქმით, პრობლემის მოგვარება აგლაძის ქუჩაზე მერიამ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც იქ არსებული ტროტუარები, მუნიციპალური ინსპექციის უშუალო ძალისხმევით, საშენი და სხვა ამტვერებადი მასალისგან გათავისუფლდა.

 


„აგლაძის ქუჩა, ვიცი, რომ ძალიან პრობლემურია. შარშან, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით გავათავისუფლეთ იქ არსებული ტროტუარები ამტვერებადი მასალით გარევაჭრობისგან, სადაც ფეხით გადაადგილება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო. საშენი მასალები პირდაპირ ტროტუარებზე იყო გამოტანილი და იყო სრული კატასტროფა. ჩვენ ძალიან აქტიურად დავიწყეთ ამ პრობლემის მოგვარება და ამგვარად ვაგრძელებთ დღესაც. პრობლემა კომპლექსურია და ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად. ჩვენ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ ამტვერებადი საშენი მასალების დასაწყობებისა და რეალიზაციის რეგულირებას ემსახურება. პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მხრიდან დიდია მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, კომპლექსური ღონისძიებებით დარჩენილ პრობლემებსაც მოვაგვარებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


აღნიშნულ საკითხზე დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოლოგიური პრობლემა, წლებია, საკმაოდ მწვავედ დგას და ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, ღია სივრცეში რკინის და ქვის ჭრა აუცილებლად უნდა შეიზღუდოს.

 


„ეს არის ძალიან სერიოზული, 20-30 წლის პრობლემა. ცოტა ადრე, აგლაძის ქუჩაზე არსებულ ტროტუარზე ფეხით გავლა ფიზიკურად შეუძლებელი იყო. პირდაპირ საფეხმავლო ზოლზე ჰყიდიდნენ ცემენტს, საბურავებსა თუ მანქანის ზეთს. პრობლემა ამჟამად ნაწილობრივ მოგვარებულია. მუნიციპალურ ინსპექციასთან ერთად მუშაობით ტროტუარები მთლიანად გათავისუფლდა. დღეისათვის იქ მოსახლეობა ფეხით ჩვეულებრივ გადაადგილდება, მაგრამ ავტომატურად გაჩნდა იმის მოთხოვნილება, რომ ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, გარეთ, ღია სივრცეში რკინის და ქვის ჭრა შეიზღუდოს. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები უკვე ხორციელდება და ძალიან მალე ეს პრობლემაც მოგვარდება“, - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი