დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ მენეჯერს, პოლ მანაფორტს თაღლითობისთვის 47-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
08-03-2019, 09:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ მენეჯერს, პოლ მანაფორტს საბანკო და საგადასახადო თაღლითობისთვის 47-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

 


მანაფორტს სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში - იყო თუ არა საიდუმლო შეთანხმება ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში - წარედგინა ბრალი გასულ წელს და იგი უკრაინაში თავისი პოლიტიკური რჩევებისთვის ხელფასის სახით მიღებული მილიონობით დოლარის დამალვაში დაადანაშაულეს.

 


მანაფორტმა ზიანის ანაზღაურების მიზნით 24 მილიონი აშშ დოლარი, ჯარიმის სახით კი 50 000 აშშ დოლარი უნდა გადაიხადოს.

 


მომავალ კვირას მას სხვა მუხლითაც გაასამართლებენ, მის არაკანონიერ ლობირებასთან დაკავშირებულ საქმეზე.

 


შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი თავის 22-თვიან გამოძიებას ასრულებს, რომელიც თითქმის ტრამპის პრეზიდენტის უფლებამოსილების შედგომიდან დღემდე მიმდინარეობს.

 


რა მოხდა სასამართლო პროცესზე?

 


როგორც BBC იტყობინება, 69 წლის მანაფორტმა ხუთშბათ საღამოს ვირჯინიის შტატის ქალაქ ალექსანდრიაში სასამართლოს უთხრა: „ბოლო ორი წელიწადი ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდია“.

 


„თქმა იმისა, რომ მე დამცირებული და შერცხვენილი ვარ, რბილად რომ ვთქვათ, სრულიად მცირედად გამომხატველი იქნებოდა ჩემი მდგომარეობის“, დაამატა მან და სთხოვა მოსამართლეს, რომ „გულმოწყალე“ ყოფილიყო.

 


მან თავისი ცხოვრება აღწერა, როგორც „პროფესიულად და ფინანსურად ქაოსში მყოფი“.

 


მოსამართლე ელისმა განაცხადა, რომ იგი გაკვირვებული იყო იმით, რომ მანაფორტმა „არ გამოხატა სინანული არამართებულ ქცევაში ჩართულობისთვის“. მიუხედავად ამისა, მან პროკურორების მოთხოვნა ბრალდებულისთვის 19.5-დან 24 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ, არ დააკმაყოფილა და თქვა, რომ ეს „მეტისმეტი“ იყო.

 


ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი მენეჯერი, რომელიც სასამართლოში მწვანე ფერის საპატიმროს სვიტრით და ინვალიდის სავარძლით შევიდა, განაჩენის გამოცხადებას მშვიდად შეხვდა.

 


მანაფორტის ადვოკატებმა მანამდე განაცხადეს, რომ მას რევმატიზმიდან მომდინარე ფეხების დაძაბუნება და ტკივილები აწუხებდა, რაც ციხეში ჯდომით ყო გამოწვეული.

 


მანაფორტი ბოლო 9 თის განმავლობაში სამარტოო საკანში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც მისი გირაოთი გათავისუფლებაზე მოსამართლემ იმ მოტივით თქვა უარი, რომ მისი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი