წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
08-03-2019, 10:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოში რიგით 23-ე საბავშვო ბაღი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ბესიკ გოფოძემ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, პაატა ახალაძემ გახსნეს.

 


საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიალს მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, საკრებულოს კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ნიჟარაძე, ა(ა)ი.პ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების’’ მმართველი გიორგი იობიძე, მოადგილე ნინო კუჭუხიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 


,,სკოლამდელი განათლება ყველა ოჯახისთვის უნდა იყოს ხელმისაწავდომი, ამ მიმართულებით სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, აუცილებელია შეიქმნას ყველა პირობა პატარების აღზრდისა და განვითარებისთვის’’, განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ბესიკ გოფოძემ.

 

 
,,სოფელ ხომულში ამ დრომდე არ არსებობდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, გამომდინარე აქედან, ძალზედ მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული პროექტის განხორციელება, ეს დადებითად იმოქმედებს როგორც მომავალი თაობების აღზრდის, ასევე სოფელში მიგრაციის პრობლემის მოგვარებაზე’’, აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა.

 

 

სოფელ ხომულის საბავშვო ბაღის შენობა გათვლილია 4 სასწავლო სააღმზრდელო ჯგუფზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილია სამზარეულო, საძინებელი, აქტივობების დარბაზი, სველი წერტილები. ხომულის ბაღში ამჟამად 12 აღსაზრდელის სკოლამდელ აღზრდასა და განვითარებაზე ადგილობრივი კადრები ზრუნავენ. მომავალში დაგეგმილია საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა და ახალი ინვენტარის შეძენა.

 

 

ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი