მამუკა ბახტაძემ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის „ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია“
08-03-2019, 11:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

მამუკა ბახტაძემ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის „ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია“ და გარკვეული პოლტიკიური ძალები ცდილობენ უპასუხიმგებლო პოლიტიკურ საინფორმაციო ველში დააბრუნონ ეს საკითხი, რომ მოსახლეობამდე დამახინჯებული გზით მიიტანონ ინფორმაცია და აქვთ მცდელობა რომ ანაკლიის პორტიც მიაბან ამ საკითხს.

 


„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ სრულიად უსაფუძვლო და პრეტენზიული განცხადებები ეროვნული ბანკის მისამართით. ეროვნული ბანკი მაღალი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ინსტიტუტია... დანარჩენი გახლავთ პოლიტიკური სპეკულაციები. ბანკმა მიიღო თავისი ზედამხედველობის ნაწილიში გადაწყვეტილება, რომელიც იყო ძლიერი არგუმენტებით გამყარებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, რომ ეროვნულმა ბანკმა და თიბის ბანკმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება. თიბის ბანკი გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტი და გარკვეული პოლტიკიური ძალები ცდილობენ უპასუხიმგებლო პოლიტიკურ საინფორმაციო ველში დააბრუნონ, რომ მოსახლეობამდე დამახინჯებული გზით მიიტანონ ინფორმაცია და აქვთ მცდელობა რომ ანაკლიის პორტიც მიაბან ამ საკითხს. როგორ შეიძლება ვინმეს ენა მოუბრუნდეს და თქვას, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ანაკლიის პორტის განვითარება... ეს არის ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია“, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე და დაამატა, რომ ანაკლიის პროექტი „სტრატეგიული მნიშვნელობისაა“ და საქართველოს მთავრობა ამ პროექტთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს აუცილებლად შეასრულებს. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი