როგორ შეიძლება ვინმეს ენა მოუბრუნდეს და განაცხადოს, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ანაკლიის პორტის პროექტის რეალიზაცია, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა გააკეთა.
„ეს არის ძალიან იაფფასიანი სპეკულაცია", განაცხადა პრემიერ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე ბრიფინგზე.
„ჩვენ პატივს ვცემთ და განსაკუთრებით ვუფრთხილდებით ყველა ადამიანს, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს მაინც ქმნის. ეს არის ჩვენი მთავრობის ფილოსოფია. აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მამუკა ხაზარაძე, მამუკა ბახტაძე თუ ნებისმიერი სხვა, მას ექნება მცდელობა, რომ კონკრეტული შეკითხვის შემთხვევაში გადაამისამართოს სრულიად არასწორი და არარელევანტური მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეს იქნება არასწორი და ეს იქნება უპასუხისმგებლო დამოკიდებულება.
ის საქმე, რა საქმეზეც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს გამოძიება, ეს არის კონკრეტული საკითხი, იქ არის ძალიან ბევრი პროფესიული ნიუანსი, რომელიც უკვაშირდება მათ შორის საბანკო საქმიანობას, იმ პრინციპებს, როგორ უნდა ხდებოდეს კორპორატიული მართვა და ა.შ. მას არანაირი კავშირი არ აქვს ანაკლიის პორტთან და იმ პერსპექტივასთან, რაც ამ პროექტს უკავშირდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება სრულიად არასწორად და არამართებულად აქცენტების გადატანა. რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ანაკლიის პორტს იმ ტრანზაქციასთან, რომელიც მოხდა კომერციული ბანკის შემადგენლობაში? - არანაირი. მაშინ, რატომ ხდება ამ თემების აღრევა?", განაცხადა მამუკა ბახტაძემ და დასძინა, რომ თიბისი ბანკის საქმისა და ანაკლიის პორტის პროექტის განცალკევება უნდა მოხდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.