„ფრესკოს“ დამფუძნებლის კომენტარი არ ვიცი, რა თქვა? - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრმა შეკითხვას, რომელიც „ფრესკოს" დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს ეხებოდა.
„მე აუცილებლად მოვისმენ ამ განცხადებას. ის, რომ იარაღით მიდიან ბიზნესმენებთან ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, არის ძალიან მძიმე ბრალდება. როცა ასეთ მძიმე ბრალდებას აყენებ, ან უნდა დაადასტურო, ან ცრუ დასმენისთვის პასუხი უნდა აგო. გვაჩვენოს, საზოგადოებას აჩვენოს, საგამოძიებო ორგანოები ყოველთვის მზად არიან", განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
„ფრესკოს“ დამფუძნებელმა, ვასილ სოფრომაძემ სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ის ხელისუფლების მიერ ბიზნესის შევიწროებაზე საუბრობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.