„გირჩის“ დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის ბიზნესმენებისადმი მიმართვას, რომ ისინი „ჩვეულებრივი კრონი-ბიზნესმენები“ არიან, - „რომლებმაც მოახერხეს სიმდიდრის დაგროვება სახელმწიფოსთან, სხვადასხვა ხელისუფლებებთან ჩახუტებისა და პრეფერენციების მიღების გზით, იქნებოდა ეს ხელში იაფად ჩაგდებული ქონება, საჯარო კონტრაქტებით მიღებული საბიუჯეტო დაფინანსება თუ კანონით მონიჭებული და/ან რეგულაციებით გამყარებული მონოპოლიური მდგომარეობა“ და რომ „სახელმწიფოს, ხელისუფლებების მხარდაჭერის გარეშე, მათი, როგორც ბიზნესმენების ფასი არის - ნული“ - ბიზნესმენი, კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე ვიდეომიმართვით ემოციურად ეხმაურება.
სოფრომაძე პოლიტიკოსებს უმწვავესად აკრიტიკებს და ემუქრება: „როცა თქვენ ერთ მშვენიერ დღეს გამოხვალთ თქვენი სახლებიდან, თქვენ, პოლიტიკოსებს გეუბნებით - ვერ ჩაასხმათ ბენზინს ბენზინგასამართ სადგურებში, ვერ იყიდით პროდუქტს ჩვენს მარკეტებში, ვერ მიიღებთ მომსახურებას ჩვენს ბანკებში და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“.
სუპერმარკეტების ქსელის, „ფრესკოს“ დამფუძნებელი პოლიტიკოსებს ეკითხება: „გვეუბნებით საკუთარი თავი დაიცავითო. ველური დასავლეთია? ვინჩესტერი ავიღოთ ხელში?“
იარაღს სოფორმაძე ვიდეო მიმართვის ბოლოსაც ახსენებს და სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. იგი დაჟინებით ირწმუნება, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები და ამ უწყების დეპარტამენტების წამყვანი სპეციალისტები „ფრესკოს“ მაღაზიებში პროდუქტებს იპარავენ და „ატრიალებენ იარაღს ჩვენი დაცვის თანამშრომლებზე, ახალგაზრდა გოგოების წინაშე, თქვენი თანამშრომლები, დაცვის თანამშროლები“. სოფორმაძე სამთავრობო უწყებას, რომელიც „ფრესკოს“ ფინანსურ დარღვევებს ედავება, ეკითხება: „გინდათ დაგიდოთ ეს ყველაფერი?...“
„მე არა ვარ არც ერთი ასოციაციის, არც ერთი ფედერაციის წევრი, არაფრის პრივატიზება არ გამიკეთებია ცხოვრებაში, არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში, სადაც ბიზნებსი მიკეთებია. არასოდეს არ ვყოფილვარ შემჩნეული რომელიმე მთავრობასთან მეგობრობაში საქართველოში ან ყოფილ ან ახლანდელ მთავრობასთან. მე ვასო სოფრომაძე არ ვარ გაჩერებული, მე ხმას ვიღებ, მე ვლაპარაკობ, მე ვიბრძვი და მერე რა? და მერე რა, რომ მე ერთი წელიწადია დაკიდებული უკვე ჰაერში ვყავარ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სტრუქტურებს, რომლებმაც ყველა რეგლამენტის დარღვევით ვერ დადეს საგადასახადო დასკვნა, ვინაიდან აბსოლუტურად იციან, რომ არ შეეფერება სინამდვილეს. მათ არც იმან უშველა, რომ ჩვენ მოვიწვიეთ დიდი ოთხეულიდან, მსოფლიოში ცნობილი აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთი და მან დადო დასკვნა, რომელმაც ქვა-ქვაზე არ დატოვა ყველა იმ შენიშვნებიდან, რომელიც საგადასახადო სტრუქტურებმა ჩვენ წაგვიყენეს. მერე რა, რომ მე ამის შესახებ ღიად ვილაპარაკე? მერე რა, რომ მე პროკურატურაში შევიტანე ჩემი საჩივარი? მერე რა, რომ მე ფინანსთა მინისტრს წერილი მივწერე? მერე რა, რომ მე ამაზე ღიად ვლაპარაკობ? რამე შეიცვალა? რამე მოხდა?
რას გვეუბნებით თქვენ ჩვენ? მე თქვენ მოგმართავთ, პოლიტიკოსებს. აბსოლუტურად ჩვენი გადასახადებით, ჩვენი თანხებით დაფინანსებულები დადიხართ ჩვენს ავტოგასამართ სადგურებში და ასხამთ ბენზინს; დადიხართ ჩვენს მარკეტებში და ყიდულობთ პროდუქციას; დადიხართ ჩვენს ბანკებში და ღებულობთ მომსახურებას. თქვენ, ჩვენ გვეუბნებით ამას? თქვენ მიიყვანეთ ეს ქვეყანა აქამდე, თქვენ, ბატონებო, თქვენ, ყველა თქვენგანმა, გინდა ოპოზიციამ, გინდა არაოპოზიციამ, ერთმანეთში კინკლაობით, ერთმანეთში გაუგებრობებით, რა გინდათ, რა გინდათ, რომ ამ მშიერმა ხალხმა, ხალხის სახელით კი არ ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ იმას, რასაც ვგრძნობ, რომ ხალხს, რომელსაც უჭირს, ღერღილზე და სიმინდის ფქვილზე და 5 და 10 ლარზე მოგცათ ხმა. თქვენ არ იცით, როგორი პოლიტიკოსები ხართ თქვენ? და საიდან მოხვედით და როგორ მოხვედით პარლამენტში, არ იცით? რა გინდათ ჩვენგან, რა გავაკეთოთ? გვეუბნებით საკუთარი თავი დაიცავითო. ველური დასავლეთია? ვინჩესტერი ავიღოთ ხელში? რა გინდათ, რომ გავაკეთოთ. ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ თუ რამე არასწორად ხდება არ უნდა იყოს სასჯელი. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ გამოიძიეთ, დაუმტკიცეთ და დასაჯეთ.
თქვენ გგონიათ მე მეშინია? ვინც არ უნდა აბაკუნოს ფეხი თქვენ წყნარ კაბინეტებში, თქვენ გგონიათ მე თქვენი მეშინია და თქვენ მე გამაჩერებთ? როგორც ფიქრობთ, მე ხმას ჩამაგდებინებთ? ყოველ დღე რომ ეუბნებით ჩვენს ხალხს, რომ თქვენ ცხვრები ხართ. თქვენ ჩვენ მართლა ცხვრები გგონივართ? თქვენი უმეტესობა, ცხვრები, მგლების ტყავში გადაცმულები, ჭკუას და ნოტაციას გვიკითხავთ? ხშირად მსმენია, რომ არ უნდა იყოს ქვეყანაში გამორჩეული ბიზნესები და გამორჩეული ბიზნესმენები. ეს სწორია, როცა ჩემი კონკურენტი კომპანია „კარფური“ დღემდე არ იხდის დღგ-ს გადასახადს და მილიონობით არ შედის სახელმწიფოს ბიუჯეტში?! ეს ჩემი ბრალია?! და ეს არის თქვენი სწორი მიდგომა ბიზნესის მიმართ?! თქვენ როგორ ფიქრობთ, იმას, რასაც ჩვენ ვფლობთ, იმ ინფორმაციას. მაგალითად, ფინანსთა სამინისტროში, იმ საკითხებზე, რასაც ჩვენ გვედავებიან, თქვენ მართლა გინდათ დაგიდოთ კადრები, როგორ იპარავენ თქვენი თანამშრომლები, პასუხს ვაგებ ყველა ჩემს სიტყვაზე, როგორ იპარავენ თქვენი თანამშრომლები, თქვენი დეპარტამენტების წამყვანი სპეციალისტები ჩემს მაღაზიებში, როგორ იპარავენ, როგორ ატრიალებენ იარაღს ჩვენი დაცვის თანამშრომლებზე, ახალგაზრდა გოგოების წინაშე, თქვენი თანამშრომლები, დაცვის თანამშროლები, გინდათ დაგიდოთ ეს ყველაფერი?... მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ ექცევით ბიზნესს, როგორც ქუჩის ქალს. ბიზნესი საკადრის პასუხს გაგცემთ, დამიჯერეთ, როცა თქვენ ერთ მშვენიერ დღეს გამოხვალთ თქვენი სახლებიდან, თქვენ, პოლიტიკოსებს გეუბნებით, და ვერ ჩაასხმათ ბენზინს ბენზინგასამართ სადგურებში, ვერ იყიდით პროდუქტს ჩვენს მარკეტებში, ვერ მიიღებთ მომსახურებას ჩვენს ბანკებში და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, აცხადებს ვასილ სოფრომაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.