საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის მინისტრებმა კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ განზრახულობათა დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ლიეტუვას რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვას ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრში გაიმართა.
“ამ სფეროში როგორც ნატომ, ისე მისმა პარტნიორმა ქვეყნებმა კიბერუსაფრთხოება აიყვანეს ოპერატიული განზომილების სივრცეში და ის, როგორც ხმელეთი და ზღვა, განიხილება ახალ ოპერატიულ განზომილებად. ჰიბრიდული საფრთხეებიდან გამომდინარე, ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას კიბერშემოტევების შედეგად შეიძლება გარკვეული საფრთხეები შეექმნას. ამ ინციდენტების პრევენციისა და მათზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, აუცილებელია ჩვენი ეროვნული ძალისხმევის გაძლიერება, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო სწავლებების ჩატარება“, - განაცხადა ლევან იზორიამ დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ.
გაფორმებული დოკუმენტი მიზნად ისახავს კაუნასის რეგიონალური კიბერთავდაცის ცენტრთან აქტიურ თანამშრომლობას, მხარეთა შორის გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი კიბერსწავლებების დაგეგმვა-აღსრულებასა და ძალისხმევის კონცენტრაციას ეროვნული და საერთაშორისო კიბერინციდენტების შემთხვევაში. აღნიშნული ასევე ემსახურება როგორც ზოგადად კიბერუსაფრთხოების სფეროს განმტკიცებასა და გაძლიერებას, ასევე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სეგმენტის მეტ ინტეგრირებას ევროატლანტიკურ სივრცეში და ნატოსთან ურთიერთავსებადობის მაღალი სტანდარტის მიღწევას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო წელს პირველად მიიღებს მონაწილეობას ლიეტუვას ეროვნულ სწავლებაში “Amber Mist 2019”.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.