მამუკა ბახტაძე: ევროკავშირთან ურთიერთობა და ინტეგრაციის ხარისხი არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე
08-03-2019, 13:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკავშირთან ურთიერთობა და ინტეგრაციის ხარისხი არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე; ეს არის მნიშვნელოვანი წარმატება, რასაც გაფრთხილება სჭირდება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც ბრიუსელში ვიზიტი წარმატებულად შეაფასა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეხუთე სხდომაზე საქართველომ ევროპელი პარტნიორებისგან ძლიერი გზავნილები კიდევ ერთხელ მოისმინა.

 

 

„აქვე მინდა შევეხო 21 ნოემბრის ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის შესახებ შეხვედრასაც, სადაც კონკრეტული მიმართულებები გამოვყავით და აქტიურად ვმუშაობთ. შესაბამისად, ბრიუსელის შეხვედრა ამ თვალსაზრისითაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან, ჩვენ მოვახდინეთ იმ პროექტების პრიორიტეტიზაცია, რომლებიც შემდეგი წლების განმავლობაში ჩვენი ერთობლივი მუშაობის გეგმის ნაწილი იქნება", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისთან და ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან უმაღლეს დონეზე შეხვედრებისას განხილული იყო საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხები და დაგეგმილი რეფორმები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი - ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა.

 

 

„საგზაო რუკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა, რათა რაც შეიძლება დაჩქარდეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია. ეს იყო პირველი პრეზენტაცია, რომელიც წარვუდგინეთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰქონდეს შიდა მოხმარების მსგავსი დოკუმენტი, რომელიც იქნება კონკრეტულად გაწერილი და შედეგებზე ორიენტირებული, რათა ქართულ საზოგადოებას ადვილად შეეძლოს გაზომვა, როგორ პროგრესირებს საქართველო ევროპისკენ მიმავალ გზაზე", განაცხადა მამუკა ბახტაძემ, როგორც ამას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი