თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე, მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური რეაბილიტაცია დაასრულა. მუშაობის შედეგს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში კახეთის გზატკეცილის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაიწყება.
„ჩვენ დავასრულეთ კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციის პროექტი. 7 კილომეტრზე მეტია მისი სიგრძე. მთლიანად მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. დღეს უკვე მოასფალტებულია და ყველა სამუშაო დასრულებულია. დარჩენილია გამწვანების სამუშაოების ნაწილი და გზის დახაზვის სამუშაოები, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება. ამის შემდეგ უკვე დავიწყებთ კახეთის გზატკეცილის ცენტრალური ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. პირველად დავიწყეთ სწორედ სათადარიგო ზოლების რეაბილიტაცია, რადგან, როდესაც შეზღუდვები იქნება ცენტრალურ გზაზე, მათ გამოვიყენებთ“, განაცხადა კახა კალაძემ.
სარეაბილიტაციო არეალში მოეწყო ტროტუარი და ბორდიური, დაახლოებით 70 000 კვ. მეტრზე დაიგო ასფალტის საფარი, მოწესრიგდა საკომუნიკაციო ქსელი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაზიანებულ სანიაღვრე ქსელს.
რეაბილიტირებული სათადარიგო ზოლი, დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ, ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ, სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა, პარლამენტისა და საკრებულოს წევრებმა ირაკლი აბუსერიძემ, შოთა ხაბარელმა, გიორგი დოხტურიშვილმა, ლევან დავითაშვილმა და ბექა დავითულიანმა დაათვალიერეს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ აწარმოა. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.