„ფრესკოს" დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება. როგოროც კალაძემ ამბობს, თუ ვინმე კანონსაწინააღმდეგოს აკეთებს, აღნიშნულით შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან.
„2012 წლიდან თქვენ მე ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, რომ სახელმწიფო, რომელიმე ბიზნესს ატერორებდეს ან ზეწოლაში ჰყავდეს. ვერც ერთ ფაქტს ასეთს ვერ დამისახელებთ და არ ვიცი, ამ ფაქტებთან დაკავშირებით რასთან გვაქვს საქმე. თუ ვიღაც, რაღაც კონკრეტული პიროვნება არ ვიცი რაღაც არასწორს და კანონის საწინააღმდეგოს აკეთებს, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან და ყველას მოეთხოვება თუ ეს რამე სიმართლეს შეეფერება", განაცხადა კახა კალაძემ.
მსხვილი ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე ემუქრება ფინანსთა სამინისტროს, რომ გამოაქვეყნებს კადრებს, თუ როგორ იპარავენ უწყების თანამშრომლები „ფრესკოში“ და „ატრიალებენ იარაღს ახალგაზრდა გოგოების წინაშე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.