თამაზ ელიზბარაშვილი: პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ მინისტრს მივმართავ - ახალგაზრდა ხალხი ხართ, არ აპირებთ ცხოვრებას ამ ქვეყანაში? - თუ სულ ბიძინა იქნება თქვენი მფარველი და რუსეთი
08-03-2019, 15:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ფრესკოს" დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის გარდა, ხელისუფლებას ბიზნესის ზეწოლაში ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილიც ადანაშაულებს.

 

 

ელიზბარაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ხელისუფლება მოსახლეობას თვალში ნაცარს აყრის.

 

 

„თურმე თავისუფალია ბიზნესი და ყვავის. ხო, თავისუფალი რომ არის ბიზნესი იმიტომ არის ამდენი სამუშაო ადგილი და საქართველოში ჩამოდიან თურმე, უკან ბრუნდებიან ემიგრანტები. თავზე საყრელია სამუშაო ადგილები. ვაი, თქვენს პატრონს თქვენსას. რომ აყრით ამ ნაცარს თვალში ამ ხალხს. მე პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ მინისტრს მივმართავ - ახალგაზრდა ხალხი ხართ, არ აპირებთ ცხოვრებას ამ ქვეყანაში? ხომ მოგეთხოვებათ პასუხი, თუ სულ ბიძინა იქნება თქვენი მფარველი და რუსეთი ჰა?

 

 

ამ მთავრობას რაც არ უნდა ელაპარაკო და უთხრა, ბანდიტები არიან და რა უნდა უთხრა, გაანებებენ თავს ქვეყნის, ჩვენს ძარცვა-გლეჯას? არ გაანებებენ. ყოველდღე გაუპატიურებს ეს მთავრობა ჩემო კარგო საქართველოს მოქალაქეებო და ბიზნესმენებო, ყოველ დღე და ჩუმად ვართ", აცხადებს ელიზბარაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი