თბილისის ზღვის შემოვლითი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
24-07-2015, 09:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ზღვის შემოვლითი გზა და თემქის დასახლებიდან თბილისის ზღვაზე ასასვლელი საავტომობილო კვანძის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. გზა, სადაც ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის ფარგლებში ველორბოლა გაიმართება, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან და “თბილისი 2015″-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარესთან ალექსი ახვლედიანთან ერთად გახსნა.


შემოვლითი გზის პროექტის მიხედვით, 12 კმ-იან მონაკვეთზე შეიცვალა საფუძველი, დაიგო ახალი, ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხები და გარე განათების ქსელი. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა თემქის დასახლებიდან თბილისის ზღვაზე ასასვლელ საავტომობილო გზას. მოეწყო ოთხზოლიანი, ერთდონიანი საავტომობილო კვანძი, ჯებირები და სანიაღვრე ქსელი. დამონტაჟდა ახალი ბორდიურები და საფეხმავლო ტროტუარები, გარე განათების ქსელი.


თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაკეთდა. დავით ნარმანია ღონისძიებაზე შეკრებილ ველომრბოლელებსაც გაესაუბრა და მათ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე წარმატებები უსურვა.



„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზა, რომელიც ოლიმპიადის ფარგლებში ველოსპორტისთვის იქნება გამოყენებული, ხოლო შემდეგ უკვე ქალაქს დარჩება და მნიშვნელოვნად გაადვილდება მოძრაობა. ეს არის აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული გზის 12 კმ-იანი მონაკვეთი, რომლის სამუშაობზე 6 მლნ ლარი დაიხარჯა. გზა ოლიმპიური სოფლიდან თემქის ჩასასვლელამდე მთლიანად გაკეთდა, ასევე, ახალი ასასვლელი პანდუსი მოეწყო თემქაზე, სადაც წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო გზა და პრობლემა ამ თვალსაზრისით. ეს პრობლემა მთლიანად მოიხსნა დღის წესრიგიდან და მთელი ზღვის პერიმეტრზე ჩვენ დღეს გვაქვს მოწესრიგებული, აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული გზა. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს სპორტსმენებს, რომლებიც აქ იასპარეზებენ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.


„დასრულდა თბილისის ზღვაზე თემქის მიმართულებიდან ამოსასვლელი გზა, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 2 მლნ ლარი დაიხარჯა. ქალაქში ეს ძალიან რთული და ამოსასვლელად პრობლემური მონაკვეთი იყო. დღეის მდგომარეობით, უკვე 4 ზოლიან ასასვლელ-ჩამოსასვლელი იქნება და თბილისის ზღვაზე ამოსვლა ნებისმიერი ადამიანისთვის იქნება შესაძლებელი. გზა არის საკმაოდ მაღალი ხარისხით შესრულებული, რათა სამომავლოდ წლების განმავლობაში პრობლემები არ შეექმნას“,-განაცხადა მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ.


ღონისძიებაზე ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ომარ ფხაკაძეც იმყოფებოდა. სიმბოლურად ახალ გზაზე პირველი ველორბოლაც მოეწყო.


თბილისის ზღვის შემოვლითი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები შ.პ.ს „ბლექ-სი გრუპი“-მა განახორციელა. პროექტის ღირებულება 6,1 მლნ-მდე ლარია.


თემქის დასახლებიდან თბილისის ზღვაზე ასასვლელი საავტომობილო კვანძის სარეაბილიტაციო სამუშაოები (12 000 მ2) შ.პ.ს „ჯეუ გრუპმა“ განახორციელა. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 400 000 ლარამდე დაიხარჯა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი